მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სანქციები გაზსადენის წინააღმდეგ: გერმანიაში აშშ-ის სენატის მცდელობით შეშფოთებულები არიან

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიგაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“
გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღმოსავლეთ კომიტეტის ხელმძღვანელმა ოლივერ ჰერმესმა ამერიკული სენატის გეგმები „ევროკავშირში სამართლებრივი უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საშიშროებად“ შეაფასა

თბილისი, 5 ივნისი - Sputnik. გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთ კომიტეტი შეშფოთებულია აშშ–ის სენატის მცდელობით, ახალი სანქციები დააწესოს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2–ის“ წინააღმდეგ, ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. 

„გერმანული კომპანიები დიდი შფოთვით ადევნებენ თვალყურს ამერიკელი სენატორების მცდელობას, სანქციები დააწესონ ევროპა–რუსეთის გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2–ის“ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით“, — ნათქვამია დოკუმენტში. 

აღმოსავლეთ კომიტეტის ხელმძღვანელმა ოლივერ ჰერმესმა ამერიკული სენატის გეგმები „ევროკავშირში სამართლებრივი უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საშიშროებად“ შეაფასა. მისი თქმით, სანქციები „ჩრდილოეთის ნაკადი 2–ის“ წინააღმდეგ მიმართულია „ათობით გერმანული და ევროპული საწარმოს წინააღმდეგ“. 

მილსადენი „ჩრდილოეთის ნაკადის“ მშენებლობა - Sputnik საქართველო
გერმანულმა მარეგულირებელმა „ჩრდილოეთის ნაკადი“ გაზის დირექტივისგან გაათავისუფლა

„ამერიკელი სენატორების მიერ წამოყენებულ პოლიტიკურ არგუმენტებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2–ის“ მიმართ ბევრი აქვს საერთო ფეიკ–ნიუსებთან და ცოტა — რეალობასთან. ეს გაზსადენი არ ემუქრება ევროპის ენერგოუსაფრთხოებას, ის გაზის დამატებით რაოდენობას უზრუნველყოფს, რათა ბუნებრივ აირზე მოთხოვნის ზრდის პირობებში ფასები სტაბილური დარჩეს ევროპელი მომხმარებლებისა და კომპანიებისთვის და ევროკავშირმა შეძლოს, უფრო სწრაფად მიაღწიოს თავის მიზნებს კლიმატის დაცვის კუთხით“, — განმარტა ჰერმესმა. 

პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენის ორი ტოტის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელთა საერთო სიმძლავრე წელიწადში 55 მლრდ კუბური მეტრი გაზი იქნება რუსეთის სანაპიროებიდან გერმანიამდე — ბალტიის ზღვის გავლით. გაზსადენი გადის ტერიტორიულ წყლებზე ან რუსეთის, ფინეთის, შვედეთის, დანიისა და გერმანიის ეკონომიკურ ზონებზე.

ავსტრიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის საწინააღმდეგო სანქციები გააკრიტიკა>>

მისი მშენებლობის დასრულება 2019 წლის ბოლოს იგეგმებოდა, თუმცა დეკემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს გაზსადენების „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ისა და „თურქული ნაკადის“ წინააღმდეგ. შედეგად შვეიცარიულმა კომპანია Allseas-მა, რომელსაც გაზსადენი გაჰყავდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტა მუშაობა და სპეციალური ხომალდები გაიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0