მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ფინეთი დასაქმებას გთავაზობთ: დაიწყო მარწვის კრეფის სეზონი

გამოწერა
ფინეთში სეზონურ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე ყოველწლიურად ათასობით უცხოელი საქმდება, ამ დროისათვის ადგილობრივი ფერმერები მუშახელის მწვავე ნაკლებობას განიცდიან.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ფინეთი მიმდინარე წელს 9 ათას სეზონურ მუშახელს ელოდება ქვეყნებიდან, რომლებიც არ შედიან ევროკავშირში, განაცხადა ქვეყნის სოფლისა და ტყის სამინისტროს წარმომადგენელმა სატუ ჰააპანიემიმ. 

კოპეჰაგეი - Sputnik საქართველო
თუ დანიაში დასაქმება გადაწყვიტეთ: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

მანამდე ფინეთის ხელისუფლებამ 4,5 ათას კაცზე გამოყო კვოტა აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებისთვის, თუმცა მაისის  ბოლოს რაოდენობა გააორმაგა და 9 ათასამდე გაზარდა.

ჰააპანიემის თქმით, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან სეზონური მუშახელი ფინეთში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ მათ ხელთ ექნებათ შესაბამისი ნებართვები ფინეთში შესვლასა და დასაქმებაზე.

„სეზონური მუშახელისთვის ნებართვების დიდი ნაწილი ფინეთის საიმიგრაციო სამსახურში მუშავდება. საბოლოო გადაწყვეტილებას ქვეყანაში შესვლაზე იღებს სასაზღვრო სამსახური“, — განმარტავს სამინისტროს წარმომადგენელი.

მისი თქმით, უცვლელი რჩება წესი, რომ ფინეთში ჩასულებმა აუცილებელი 14-დღიანი კარანტინი უნდა გაიარონ.

აღსანიშნავია, რომ ფინეთში სეზონურ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე ყოველწლიურად ათასობით უცხოელი საქმდება. ამ პერიოდისთვის ქვეყნის ფერმერები მუშახელის მწვავე ნაკლებობას განიცდიან. საქმე ისაა, რომ ადგილობრივებს არ ხიბლავთ სეზონური მუშახელისთვის შეთავაზებული პირობები. მაგალითად, ფინეთში მარწყვის კრეფაზე დასაქმებულები საშუალოდ 8,5 ევროს იღებენ ერთ საათში, რაც ევროკავშირის ქვეყნებში მინიმალურ გასამრჯელოდ მიიჩნევა.

ყველა ახალი ამბავი
0