15:13 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2471)
41910

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სოციალური ქსელები არ წარმოადგენს მასმედიას და, შესაბამისად, არ უნდა ჰქონდეთ სარედაქციო პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტს გამოცემა, შეიტანოს თუ არა ინფორმაციაში კორექტივები.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ქვეყნის ტერიტორიაზე სოციალური ქსელების საქმიანობის რეგულაციის შესახებ მას შემდეგ, რაც Twitter-მა მისი ორი პოსტი საეჭვოდ, არასანდო ინფორმაციად მონიშნა. 

ბრძანებულებაზე ხელის მოწერის წინ ოვალურ კაბინეტში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით ის „სიტყვის თავისუფლებას იცავს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საფრთხისგან, რომელსაც ოდესმე ადგილი ჰქონია ამერიკის ისტორიაში“.

„სოციალური ქსელების მონოპოლისტთა მცირე ჯგუფი აკონტროლებს ყველა საზოგადოებრივ და კერძო კომუნიკაციას შეერთებულ შტატებში. მათ აქვთ კერძო პირებსა და ფართო აუდიტორიას შორის ურთიერთობის ცენზურის, შეზღუდვის, რედაქტირების, შეცვლის უკონტროლო ძალაუფლება“, — აღნიშნა ამერიკის ლიდერმა.

მისი თქმით, სოციალური ქსელები არ წარმოადგენს მასმედიას და, შესაბამისად, არ უნდა ჰქონდეთ სარედაქციო პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტს გამოცემა, შეიტანოს თუ არა ინფორმაციაში კორექტივები.

„ასეთ შემთხვევაში Twitter-ი ნეიტრალური საზოგადოებრივი პლატფორმა კი აღარ არის, არამედ რედაქტორად გვევლინება. ვფიქრობ, იგივეს თქმა შეიძლება სხვებზეც, თუ გადავხედავთ Google-ს, Facebook-სა და შესაძლოა სხვებსაც“, — განაცხადა ტრამპმა.

გამოსწორდით, თორემ დაგხურავთ: დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელებს ემუქრება>>

აღსანიშნავია, რომ Twitter-მა პრეზიდენტის ბრძანებულება „რეაქციულად და პოლიტიკურად ანგაჟირებულად“ შეაფასა. მსგავსი, ოღონდ უფრო თავშეკავებული კომენტარი გააკეთა Facebook-ის წარმომადგენელმაც. 

რამდენიმე დღის წინ სოციალურმა ქსელმა Twitter-მა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ტვიტი ავტომატურად მონიშნა როგორც არასანდო და მოუწოდა იუზერებს, გადაემოწმებინათ ინფორმაცია ბმულზე, რომელიც იქვე იყო მითითებული. ბმულზე დაწკაპუნებით კი იუზერი გადადიოდა სტატიაზე, რომელიც ტრამპს სიცრუეში ადანაშაულებდა. ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელებს მკაცრი რეგულაციებითა და დახურვითაც კი დაემუქრა, თუ ისინი კონსერვატორების ხმების ჩახშობას არ შეწყვეტდნენ.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2471)

მთავარი თემები