08:13 09 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4507
  • 100 RUB4.3040
  • USD3.0594
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
190 0 0

მანამდე Twitter-მა ავტომატურად მონიშნა არასანდო ინფორმაციად დონალდ ტრამპის ერთ-ერთი პოსტი, რომელიც მეილით ხმის მიცემას უკავშირდებოდა.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა მკაცრად დაარეგულიროს ან სულაც დახუროს სოციალური ქსელები, თუ ისინი კონსერვატორთა ხმების ჩახშობას განაგრძობენ.

„რესპუბლიკელებს მიაჩნიათ, რომ სოციალური ქსელები სრულად ახშობენ კონსერვატორების ხმებს. ჩვენ უფრო მკაცრად დავარეგულირებთ ან დავხურავთ მათ, ვიდრე ამის გაკეთების უფლებას მივცემთ. ჩვენ ვნახეთ, რის გაკეთებას ცდილობდნენ და ვერ შეძლეს ეს 2016 წელს. ჩვენ არ დავუშვებთ ამის უფრო დახვეწილი ვერსიის გამეორებას“, — დაწერა პრეზიდენტმა საკუთარ Twitter-ზე.

​მისი თქმით, ასევე დაუშვებელია არჩევნებში მეილით მასშტაბურად ხმის მიცემის პრაქტიკის დამკვიდრება, ვინაიდან ეს მოტყუების, გაყალბებისა და ხმების მოპარვის პროვოცირებას მოახდენს. 

„გაიმარჯვებს ის, ვინც სხვებზე მეტს იტყუებოდა. იგივეს აკეთებს სოციალური ქსელებიც. სასწრაფოდ გამოასწორეთ საქციელი!“ — მოუწოდა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელებს. 

მანამდე Twitter-მა ავტომატურად მონიშნა არასანდო ინფორმაციად დონალდ ტრამპის ერთ-ერთი პოსტი, რომელიც მეილით ხმის მიცემას უკავშირდებოდა. პოსტის ქვეშ განთავსდა სპეციალური ნიშანი — ცისფერი ძახილის ნიშანი და მოწოდება იუზერებისადმი – გადაამოწმონ ინფორმაცია ელექტრონული ფოსტით ხმის მიცემის შესახებ.

მთავარი თემები