თბილისი, 27 მაისი — Sputnik. სოციალურმა ქსელმა Twitter-მა პირველად მონიშნა დონალდ ტრამპის პოსტები როგორც „საეჭვო“ — პრეზიდენტის ორი ტვიტის ქვეშ გაჩნდა ავტომატური მოწოდება იუზერებისადმი, გადაამოწმონ გამოქვეყნებული ინფორმაცია.
საუბარია პოსტზე, რომელშიც დონალდ ტრამპი აკრიტიკებს კალიფორნიის გუბერნატორის წინადადებას საარჩევნო ბიულეტენების მეილით დაგზავნისა და ფოსტით ხმის მიცემის თაობაზე.
There is NO WAY (ZERO!) that Mail-In Ballots will be anything less than substantially fraudulent. Mail boxes will be robbed, ballots will be forged & even illegally printed out & fraudulently signed. The Governor of California is sending Ballots to millions of people, anyone.....
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) May 26, 2020
„ეჭვგარეშეა, რომ ფოსტით დასაგზავნი ბიულეტენები — ეს თაღლითობაა!“ — ირწმუნება ტრამპი საკუთარ პოსტში.
მას შემდეგ, რაც Twitter-მა პრეზიდენტის პოსტებს ცისფერი ძახილის ნიშნები დაუსვა მოწოდებით, გადაამოწმონ მეილით ხმის მიცემის შესახებ ფაქტები, აშშ-ის ლიდერმა სოციალურ ქსელს თავისუფალი სიტყვის შეზღუდვასა და საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში დასდო ბრალი.
„Twitter-ი ახრჩობს თავისუფალ სიტყვას და მე, როგორც პრეზიდენტი, არ დავუშვებ, რომ ეს ხდებოდეს“, — აცხადებს აშშ-ის ლიდერი.
შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 3 ნოემბერსაა დანიშნული.