მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ათასობით მოტყუებული: სექტა „სსრკ-ის მოქალაქეები“ დააკავეს

CC BY 2.0 / Tar Sands Blockade / Darryl Hannah in Handcuffsდამნაშავე ხელბორკილებით
დამნაშავე ხელბორკილებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმის შესახებ, რომ თაღლითების მსხვერპლი გახდნენ, მოქალაქეებმა მხოლოდ მაშინღა იეჭვეს, როცა კომუნალური დავალიანების გამო სახლში ელექტროენერგია გაუთიშეს და წყალი გადაუკეტეს.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. ჩრდილოეთ ოსეთში პოლიციელებმა დააკავეს სექტა „სსრკ-ის მოქალაქეების“ წევრები, რომლებიც მოტყუებით იზიდავდნენ ადეპტებს საკუთარ რიგებში.

გავრცელებული ინფორმაციით, თაღლითები მოქალაქეებს ჰპირდებოდნენ, რომ მას შემდეგ, რაც „საბჭოთა კავშირის“ წევრები გახდებოდნენ, კომუნალური თუ საშემოსავლო გადასახადებისგან გათავისუფლდებოდნენ. 

მობილური ტელეფონი - Sputnik საქართველო
ყურადღება! თაღლითი გირეკავთ! – „მაგთიკომი" თავის აბონენტებს აფრთხილებს

ამ გზით მათ დაახლოებით ათასამდე ყალბი პირადობის მოწმობა გაყიდეს, რომლებსაც არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია.

ირკვევა, რომ გარდა გადასახადებისგან გათავისუფლებისა, თაღლითები მიმნდობ მოქალაქეებს ხელფასებზე დანამატების გაცემასა და 1991 წელს გახსნილი ანაბრების კომპენსაციასაც ჰპირდებოდნენ, რისთვისაც მათ სექტისთვის ბაჟის გადახდას აიძულებდნენ.

რაღა თქმა უნდა, „სსრკ-ის მოქალაქეები“ არანაირი გადასახადებისგან არავის გაუთავისუფლებია. პირიქით, სექტის ადეპტებს ვალები დაედოთ. იმის შესახებ, რომ თაღლითების მსხვერპლი გახდნენ, მათ მხოლოდ მაშინღა იეჭვეს, როცა კომუნალური გადასახადების გადაუხდელობის გამო სახლში ელექტროენერგია გაუთიშეს და წყალი გადაუკეტეს.

პოლიციის თანამშრომლებმა სექტის ოფისში საბჭოთა ნიმუშის სხვადასხვა სახის ბლანკები და დიდი რაოდენობით ფული აღმოაჩინეს. დამნაშავეებს ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0