Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ჯანმომ „პლაქვენილის“ გამოცდა შეაჩერა: დაფიქსირდა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიტედროს ადამონ გებრეიესუსი
ტედროს ადამონ გებრეიესუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში COVID-19-ით დაავადებულთა სამკურნალოდ სხვა რამდენიმე პრეპარატთან ერთად ასევე გამოიყენებოდა „პლაქვენილი“.

თბილისი, 26 — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შეაჩერა მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატ „ჰიქდროქსიქლოროქინის“, იგივე „პლაქვენილის“ გამოცდა, რომელიც კორონავირუსის სამკურნალოდ გამოიყენება, განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა. 

კორონავირუსული პანდემია - Sputnik საქართველო
ელოდეთ მეორე პიკს: დაავადებამ შესაძლოა ნებისმიერ დროს გააკეთოს ნახტომი

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება კვლევის შედეგებს, რომლის თანახმადაც, კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის, რომლებსაც „ჰიქდროქსიქლოროქინით“ ან „ქლოროქინით“ მკურნალობდნენ „მაკროლიდთან“ (ანტიბიოტიკის სახეობა) კომბინაციაში, სიკვდილიანობის უფრო მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ჯანმოს გადაწყვეტილებით ასევე შეჩერებულია „ქლოროქინის“ გამოცდაც.

„ეს ეხება მხოლოდ „ჰიდროქსიქლოროქინისა“ და „ქლოროქინის“ გამოყენებას COVID-19-ის სამკურნალოდ. გამოცდების სხვა ეტაპები კვლავ გრძელდება“, — განაცხადა გებრეიესუსმა.

ჯანმოს გენდირექტორის განმარტებით, „ჰიდროქსიქლოროქინიცა“ და „ქლოროქინიც“ „კვლავაც მიიჩნევა უსაფრთხოდ მალარიისა და აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ“.

ჯანმოს განმარტებით, გადაწყვეტილებას უახლოესი ორი კვირის განმავლობაში გადახედავენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში COVID-19-ით დაავადებულთა სამკურნალოდ „რემდესივირთან“, „ლოპინავირ-რიტონავირთან“, აგრეთვე „ლოპინავირ-რიტონავირის“ „ბეტა-ინტერფერონთან“ კომბინაციასთან ერთად ასევე გამოიყენებოდა „პლაქვენილი“.

ყველა ახალი ამბავი
0