20:25 02 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4247
  • 100 RUB4.3017
  • USD3.0567
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1796)
182 0 0

პეკინისთვის მიუღებელია აშშ-ის ბრალდებები კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით და ის აპირებს თავადაც დაუწესოს სანქციები ცალკეულ პირებსა და ორგანიზაციებს.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. პეკინი უკიდურესად უკმაყოფილოა აშშ-ის პოზიციით, რომელიც თვლის, რომ COVID-19-ის გავრცელებაში ჩინეთს მიუძღვის ბრალი და ის განიხილავს საპასუხო სანქციების დაწესების საკითხს ცალკეული პირების, ორგანიზაციებისა და ოფიციალური პირების მიმართ, წერს გაზეთი Global Times წყაროებზე დაყრდნობით. 

გამოცემის ინფორმაციით, ჩინურ სანქციების სიაში, სულ ცოტა, ოთხი კონგრესმენი და ორი ორგანიზაცია შევა. სანქციების სიაში მოხვედრის კანდიდატია შტატ მისურის გენერალური პროკურორი ერიკ შმიტიც, რომელმაც, დაადანაშაულა რა ჩინეთი კორონავირუსის პანდემიაში, ჩინეთის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

„ჩინეთი უპასუხებს არა უბრალოდ სიმბოლურად, ის მიიღებს კონტრზომებს, რომლებიც მტკივნეული იქნება მათთვის“, — ციტირებს ანალიტიკოსებს გამოცემა.

მანამდე რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ სენატში შეიტანა კანონპროექტი, რომელიც ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს კორონავირუსის გავრცელების გამო იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ინფექციის აფეთქების თაობაზე სრულ ანგარიშს არ წარმოადგენს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა რვა რესპუბლიკელმა სენატორმა.

ჩინეთმა მტკიცე პროტესტი გამოთქვა აღნიშნული კანონპროექტის გამო და ის „ფაქტების იგნორირებად“ შეაფასა.

ჰაკერები და არატრადიციული სუბიექტები კვლევების მოპარვას ცდილობენ: აშშ ჩინეთს ადანაშაულებს>>

აშშ-ის სენატში შეტანილი კანონპროექტის თანახმად, კონგრესს ორი თვის განმავლობაში უნდა წარედგინოს იმის მტკიცებულება, რომ ჩინეთს სრული ანგარიში აქვს წარდგენილი პანდემიის აფეთქებისა და იმ ბაზრების დახურვის თაობაზე, სადაც შეიძლებოდა ვირუსი ველური ცხოველებიდან ადამიანებს გადასდებოდათ. გარდა ამისა, ლინდსი გრემი მოითხოვს იმ აქტივისტების გათავისუფლებას, რომლებიც ჰონკონგში პანდემიის დაწყების შემდეგ დააკავეს.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (1796)

მთავარი თემები