22:53 13 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1837)
147 0 0

​მოხსენებაში, რომელიც აშშ-ის მომავალმა პრეზიდენტმა საჰაერო მოვლენების საგამოძიებო კომიტეტს წარუდგინა, ის წერდა, რომ ამოუცნობი ობიექტი მასთან ერთად კიდევ ათმა თუ თორმეტმა ადამიანმა დაინახა.

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. აშშ-ის 39-ე პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა განაცხადა, რომ 1969 წელს, როდესაც ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორი იყო, ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ნახა, წერს გაზეთი Politico. 

გამოცემის ინფორმაციით, კარტერმა 1973 წელს მოხსენებაც კი წარუდგინა ამასთან დაკავშირებით საჰაერო მოვლენების საგამოძიებო კომიტეტს.  

​მოხსენებაში აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი წერდა, რომ ამოუცნობი ობიექტი, რომელიც დაახლოებით სავსე მთვარის ზომისა იყო, მასთან ერთად კიდევ ათმა თუ თორმეტმა ადამიანმა დაინახა.

შემთხვევა, რომელსაც კარტერმა მოგვიანებით „ცაში დანახული ცხოვრებაში ყველაზე საშიში შემთხვევა“ უწოდა, ქალაქ ლირში მოხდა, საღამოს 7:30 საათზე.

„ობიექტი ჰორიზონტის მიმართ დაახლოებით 30-გრადუსიანი კუთხით მოფრინავდა და ხან უახლოვდებოდა დედამიწას, ხან შორდებოდა“, — წერდა ის მოხსენებაში.

ნანახის შემდეგ კარტერმა დაიფიცა, რომ აღარასდროს დასცინებდა ადამიანებს, რომლებიც უცხოპლანეტური ხომალდების ნახვას ჩემულობდნენ.

აღსანიშნავია, რომ 1976 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას ჯიმი კარტერმა პირობა დადო, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ხელს შეუწყობდა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ ყველა იმ ინფორმაციის პუბლიკაციას, რომელიც მოქალაქეებსა თუ სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლების ხელში აღმოჩნდებოდა.

მაგრამ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ კარტერმა პირობა დაარღვია და განაცხადა, რომ ზოგი ინფორმაციის გასაჯაროებას შესაძლოა საფრთხე შეექმნა ქვეყნის თავდაცვისთვის.

თემები:
მსოფლიო დღეს (1837)

მთავარი თემები