თბილისი, 12 მაისი — Sputnik. აშშ-ის 39-ე პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა განაცხადა, რომ 1969 წელს, როდესაც ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორი იყო, ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ნახა, წერს გაზეთი Politico.
გამოცემის ინფორმაციით, კარტერმა 1973 წელს მოხსენებაც კი წარუდგინა ამასთან დაკავშირებით საჰაერო მოვლენების საგამოძიებო კომიტეტს.
მოხსენებაში აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი წერდა, რომ ამოუცნობი ობიექტი, რომელიც დაახლოებით სავსე მთვარის ზომისა იყო, მასთან ერთად კიდევ ათმა თუ თორმეტმა ადამიანმა დაინახა.
შემთხვევა, რომელსაც კარტერმა მოგვიანებით „ცაში დანახული ცხოვრებაში ყველაზე საშიში შემთხვევა“ უწოდა, ქალაქ ლირში მოხდა, საღამოს 7:30 საათზე.
#otd in 1969, Jimmy Carter witnessed a UFO after speaking at a Lion's Club meeting. The report he filed with NICAP during his time as governor places the event in October, which can be disproved by meeting records in Leary, GA. Of course, we all know he just saw Venus... #UFOs pic.twitter.com/b0CYk6eq2r
— Aficionado Prodigiosus, Purveyor of the Strange (@AProdigiosus) January 6, 2019
„ობიექტი ჰორიზონტის მიმართ დაახლოებით 30-გრადუსიანი კუთხით მოფრინავდა და ხან უახლოვდებოდა დედამიწას, ხან შორდებოდა“, — წერდა ის მოხსენებაში.
ნანახის შემდეგ კარტერმა დაიფიცა, რომ აღარასდროს დასცინებდა ადამიანებს, რომლებიც უცხოპლანეტური ხომალდების ნახვას ჩემულობდნენ.
აღსანიშნავია, რომ 1976 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას ჯიმი კარტერმა პირობა დადო, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ხელს შეუწყობდა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ ყველა იმ ინფორმაციის პუბლიკაციას, რომელიც მოქალაქეებსა თუ სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლების ხელში აღმოჩნდებოდა.
მაგრამ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ კარტერმა პირობა დაარღვია და განაცხადა, რომ ზოგი ინფორმაციის გასაჯაროებას შესაძლოა საფრთხე შეექმნა ქვეყნის თავდაცვისთვის.