19:45 02 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4247
  • 100 RUB4.3017
  • USD3.0567
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1796)
190 0 0

უჰანის COVID-19-თან ბრძოლის ოპერატიულმა შტაბმა უკვე დაუგზავნა შეტყობინებები შექმნილი ვითარების შესახებ ქალაქის ყველა რაიონის ოპერატიულ შტაბებს.

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. ჩინეთის ქალაქ უჰანის (ჰუბეის პროვინცია) ოპერატიულმა შტაბმა გასცა განკარგულება, ჩატარდეს მთელი მოსახლეობის სკრინინგი COVID-19-ზე, ვინაიდან ქალაქში ინფიცირების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა, წერს გაზეთი „პენპაი“. 

აღსანიშნავია, რომ უჰანში 9 მაისს, პირველად 4 აპრილის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები და ასევე უსიმპტომო ვირუს-მატარებლები გამოვლინდა. ამასთან ყველა შემთხვევა ლოკალურია.

აქედან გამომდინარე, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური საფრთხის დონე დაბალიდან საშუალომდე გაიზარდა.

გამოცემის ინფორმაციით, უჰანის COVID-19-თან ბრძოლის ოპერატიულმა შტაბმა უკვე დაუგზავნა შეტყობინებები შექმნილი ვითარების შესახებ ქალაქის ყველა რაიონის ოპერატიულ შტაბებს.

„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ჩატარდეს უჰანის მთელი მოსახლეობის სკრინინგი ვირუსულ ნუკლეინმჟავაზე“, — ნათქვამია შეტყობინებაში. 

ამასთან აღინიშნება, რომ საყოველთაო სკრინინგის პროცედურა აუცილებლად ათ დღეში უნდა დასრულდეს. 

ჩინეთის ხელისუფლებამ 8 აპრილს სრულად მოუხსნა სატრანსპორტო შეზღუდვები უჰანს და მის 11-მილიონიან მოსახლეობას, რომელიც 76 დღის განმავლობაში მოწყვეტილი იყო გარე სამყაროს, მათ ქალაქიდან გასვლის ნებართვა მისცა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებუთა რაოდენობამ 4 177 584 ადამიანს მიაღწია. აქედან გარდაიცვალა 286 330 და განიკურნა 1 456 235 კაცი.

თემები:
მსოფლიო დღეს (1796)

მთავარი თემები