მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

იტალიაში მიწისძვრა მოხდა: ვრცელდება ვიდეოკადრები

© photo: Sputnik / Stringerსეისმოგრაფი
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანები ქუჩებში გაცვივდნენ და, ძლიერი ქარისა და წვიმის მიუხედავად, გარეთ ელოდებოდნენ სტიქიის დამშვიდებას.

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. იტალიაში დღეს, დილით 3,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რყევები რომის პროვინციის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დაფიქსირდა, იუწყება იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი.

გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი რომიდან 11 კმ-ის დაშორებით მდებარეობდა.

სააგენტო ANSA-ს ცნობით, რყევებს ნგრევა არ გამოუწვევია, მაგრამ მოსახლეობა მაინც ძალიან დაშინდა. ადამიანები ქუჩებში გაცვივდნენ და, ძლიერი ქარისა და წვიმის მიუხედავად, გარეთ ელოდებოდნენ სტიქიის დამშვიდებას.

მაშველებმა შეისწავლეს ეპიცენტრის ზონა და კრიტიკული ვერაფერი აღმოაჩინეს.

ყველა ახალი ამბავი
0