თბილისი, 11 მაისი — Sputnik. იტალიაში დღეს, დილით 3,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რყევები რომის პროვინციის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დაფიქსირდა, იუწყება იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი.
გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი რომიდან 11 კმ-ის დაშორებით მდებარეობდა.
სააგენტო ANSA-ს ცნობით, რყევებს ნგრევა არ გამოუწვევია, მაგრამ მოსახლეობა მაინც ძალიან დაშინდა. ადამიანები ქუჩებში გაცვივდნენ და, ძლიერი ქარისა და წვიმის მიუხედავად, გარეთ ელოდებოდნენ სტიქიის დამშვიდებას.
მაშველებმა შეისწავლეს ეპიცენტრის ზონა და კრიტიკული ვერაფერი აღმოაჩინეს.