მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ირანელებმა სამხედრო სწავლებაზე რაკეტა საკუთარ ხომალდს მოარტყეს: ინციდენტის ვიდეო

© photo: Sputnik / Said Tsarnaev / გადასვლა მედიაბანკშიირანის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი ხომალდი
ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი ხომალდი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირანული მხარე რაკეტის შემთხვევით მოხვედრას არც უარყოფს და არ ადასტურებს. ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებში მომხდარს კვლავ ინციდენტად მოიხსენიებენ, დეტალებზე კი არ საუბრობენ.

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. ირანული ტელერადიოკომპანია IRIB აქვეყნებს ვიდეოს, რომელზეც ომანის ყურეში მომხდარი ინციდენტია ასახული, რა დროსაც ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილ ხომალდზე ეკიპაჟის 19 წევრი დაიღუპა, 15 კი დაშავდა.

კადრებში ჩანს რაკეტის მოხვედრის შედეგად დაზიანებული და ცეცხლმოკიდებული ხომალდი.

​ინციდენტი მხარდაჭერისა და უზრუნველყოფის ხომალდ „კონარაკთან“ დაკავშირებით 10 მაისს მოხდა, სამხედრო სწავლებების დროს. მასმედიის ინფორმაციით, ხომალდს შესაძლოა თავად ირანელი სამხედროების მიერ გაშვებული რაკეტა მოხვდა ცეცხლის ხაზზე დისტანციის დაუცველობის გამო. 

აღსანიშნავია, რომ ირანული მხარე რაკეტის შემთხვევით მოხვედრას არც უარყოფს და არ ადასტურებს. ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებში მომხდარს კვლავ ინციდენტად მოიხსენიებენ, დეტალებზე კი არ საუბრობენ.

ყველა ახალი ამბავი
0