თბილისი, 11 მაისი — Sputnik. ირანული ტელერადიოკომპანია IRIB აქვეყნებს ვიდეოს, რომელზეც ომანის ყურეში მომხდარი ინციდენტია ასახული, რა დროსაც ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილ ხომალდზე ეკიპაჟის 19 წევრი დაიღუპა, 15 კი დაშავდა.
კადრებში ჩანს რაკეტის მოხვედრის შედეგად დაზიანებული და ცეცხლმოკიდებული ხომალდი.
اولین فیلم از #ناوچه_کنارک بعد از حادثه شب گذشته pic.twitter.com/PeoRdedbfw
— خبرگزاری صداوسیما (@iribnewsFa) May 11, 2020
ინციდენტი მხარდაჭერისა და უზრუნველყოფის ხომალდ „კონარაკთან“ დაკავშირებით 10 მაისს მოხდა, სამხედრო სწავლებების დროს. მასმედიის ინფორმაციით, ხომალდს შესაძლოა თავად ირანელი სამხედროების მიერ გაშვებული რაკეტა მოხვდა ცეცხლის ხაზზე დისტანციის დაუცველობის გამო.
აღსანიშნავია, რომ ირანული მხარე რაკეტის შემთხვევით მოხვედრას არც უარყოფს და არ ადასტურებს. ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებში მომხდარს კვლავ ინციდენტად მოიხსენიებენ, დეტალებზე კი არ საუბრობენ.