07:46 07 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6402
  • 100 RUB4.1843
  • USD3.0737
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1061)
96 0 0

აღსანიშნავია, რომ უჰანში 4 აპრილის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები აქამდე არ გამოვლენილა. 26 აპრილს ქალაქის საავადმყოფოებიდან COVID-19-ით დაავადებული ბოლო პაციენტი გაეწერა.

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. ჩინეთის ქალაქ უჰანში, რომელიც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრად იქცა, უკვე მეორე დღეა, რაც ისევ ფიქსირდება კორონავირუსით ლოკალური ინფიცირების შემთხვევები, იუწყება ჰუბეის პროვინციის ჯანდაცვის კომიტეტი. 

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია 29-დან 81 წლამდე ასაკის ხუთ პაციენტზე, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდათ, თუმცა მანამდე ისინი მხოლოდ ვირუს–მატარებლად მიიჩნეოდნენ. ამ დროისათვის ყველა მათგანი ჰოსპიტალიზებულია.

აღსანიშნავია, რომ უჰანში 4 აპრილის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები აქამდე არ გამოვლენილა. 26 აპრილს ქალაქის საავადმყოფოებიდან COVID-19-ით დაავადებული ბოლო პაციენტი გაეწერა.

„ამ დროისათვის ქალაქში გრძელდება მკაცრი ზომები ვირუსთან ბრძოლისთვის <...> ჩვენ არ დავუშვებთ ეპიდემიის მეორე ტალღას“, —  ნათქვამია უწყების საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში სულ ქვეყანაში ინფიცირების 17 და უსიმპტომო ვირუს–მატარებლის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ლეტალური შედეგები არ დამდგარა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ჩინეთში COVID-19-ით დაავადებული 84 010 ადამიანიდან განიკურნა 79 167 და გარდაიცვალა 4 637 პაციენტი.

 

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1061)

მთავარი თემები