05:34 13 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1832)
5110

აშშ-ის პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ ყვავილების გვირგვინით შეამკეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპუთა მემორიალი

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ქვეყნის პირველმა ქალბატონმა მელანია ტრამპმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ცერემონიის ტრანსლაცია ამერიკული ტელეარხებით გადაიცა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ომის ვეტერანებიც, რომლებსაც პრეზიდენტი სათითაოდ გამოელაპარაკა. ეს ძირითადად მოკავშირეთა არმიის ჯარისკაცები იყვნენ — ნორმანდიაში გადასხმისა და ასევე ანდერებში ბრძოლის მონაწილეები.

გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპს ცერემონიაზე არც სიტყვა უთქვამს და არც ჟურნალისტებს უპასუხა შეკითხვებზე. ის მხოლოდ მოკლედ მიესალმა მასმედიის წარმომადგენლებს და მაშინვე თავისი ლიმუზინისკენ გაემართა.

აღინიშნება, რომ ღონისძიებაზე დამწსრეთა უმეტესობა სამედიცინო ნიღბის გარეშე იყო — გამონაკლისს წარმოადგენდნენ საიდუმლო სამსახურის აგენტები და ჟურნალისტები.

მოგვიანებით ჟურნალისტებმა პრეზიდენტის პრესმდივან კეილი მაკინენის ბრიფინგზე დაუსვეს კითხვა, რატომ იყვნენ ტრამპი და ვეტერანები ნიღბების გარეშე.

„პრეზიდენტი რეგულარულად აბარებს ტესტს [კორონავირუსზე] <...> შემიძლია გითხრათ, რომ ეს ვეტერანებიც დაცულები არიან. მათ გააკეთეს არჩევანი და მოვიდნენ ცერემონიაზე <...>,  ვინაიდან ამ მნიშვნელოვან დღეს საკუთარი მთავარსარდლის გვერდით ყოფნა სურდათ“, — განაცხადა პრესმდივანმა.

მისი თქმით, აშშ–ის პრეზიდენტი ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებს ვეტერანებისა და ამერიკელების უსაფრთხოებას.

თემები:
მსოფლიო დღეს (1832)

მთავარი თემები