მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უსიტყვო ცერემონია: დონალდ და მელანია ტრამპებმა ომის მსხვერპლთ პატივი მიაგეს - ვიდეო

© photo: First Lady Melania Trump / FBდონალდ და მელანია ტრამპები მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალთან
დონალდ და მელანია ტრამპები მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ ყვავილების გვირგვინით შეამკეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპუთა მემორიალი

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ქვეყნის პირველმა ქალბატონმა მელანია ტრამპმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ცერემონიის ტრანსლაცია ამერიკული ტელეარხებით გადაიცა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ომის ვეტერანებიც, რომლებსაც პრეზიდენტი სათითაოდ გამოელაპარაკა. ეს ძირითადად მოკავშირეთა არმიის ჯარისკაცები იყვნენ — ნორმანდიაში გადასხმისა და ასევე ანდერებში ბრძოლის მონაწილეები.

გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპს ცერემონიაზე არც სიტყვა უთქვამს და არც ჟურნალისტებს უპასუხა შეკითხვებზე. ის მხოლოდ მოკლედ მიესალმა მასმედიის წარმომადგენლებს და მაშინვე თავისი ლიმუზინისკენ გაემართა.

აღინიშნება, რომ ღონისძიებაზე დამწსრეთა უმეტესობა სამედიცინო ნიღბის გარეშე იყო — გამონაკლისს წარმოადგენდნენ საიდუმლო სამსახურის აგენტები და ჟურნალისტები.

მოგვიანებით ჟურნალისტებმა პრეზიდენტის პრესმდივან კეილი მაკინენის ბრიფინგზე დაუსვეს კითხვა, რატომ იყვნენ ტრამპი და ვეტერანები ნიღბების გარეშე.

„პრეზიდენტი რეგულარულად აბარებს ტესტს [კორონავირუსზე] <...> შემიძლია გითხრათ, რომ ეს ვეტერანებიც დაცულები არიან. მათ გააკეთეს არჩევანი და მოვიდნენ ცერემონიაზე <...>,  ვინაიდან ამ მნიშვნელოვან დღეს საკუთარი მთავარსარდლის გვერდით ყოფნა სურდათ“, — განაცხადა პრესმდივანმა.

მისი თქმით, აშშ–ის პრეზიდენტი ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებს ვეტერანებისა და ამერიკელების უსაფრთხოებას.

ყველა ახალი ამბავი
0