მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჰიპნოზური ვიდეო: NASA-მ მერკურის ზედაპირის ფერადი ვიდეო გამოაქვეყნა

გამოწერა
უჩვეულო ვიდეოს, რომელიც კოსმოსური კვლევების სააგენტომ 7 მაისს გამოაქვეყნა, ამ დროისათვის 4 მლნ-ზე მეტი ნახვა აქვს.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. აშშ-ის კოსმოსური კვლევების სააგენტო NASA-მ საკუთარ Instagram-ზე პლანეტა მერკურის ზედაპირის ფერადი რუკა წარმოადგინა ვიდეორგოლის სახით.

View this post on Instagram

A post shared by NASA (@nasa) on

ასტრონომების თქმით, „ჰიპნოზური“ ვიდეოს შესაქმენლად კოსმოსური ხომალდი MESSENGER-ის კამერებიდან მიღებული მერკურის გამოსახულებების ათასობით ნაკრები გამოიყენეს.

უჩვეულო ვიდეოს, რომელიც 7 მაისს გამოქვეყნდა, ამ დროისათვის 4 მლნ-ზე მეტი ნახვა აქვს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე NASA-მ სატურნის ფერადოვანი ატმოსფერო და ყინულოვანი „სიკვდილის ვარსკვლავის“ გამოსახულებები წარმოადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0