თბილისი, 8 მაისი — Sputnik. აშშ-ის კოსმოსური კვლევების სააგენტო NASA-მ საკუთარ Instagram-ზე პლანეტა მერკურის ზედაპირის ფერადი რუკა წარმოადგინა ვიდეორგოლის სახით.
View this post on Instagram
ასტრონომების თქმით, „ჰიპნოზური“ ვიდეოს შესაქმენლად კოსმოსური ხომალდი MESSENGER-ის კამერებიდან მიღებული მერკურის გამოსახულებების ათასობით ნაკრები გამოიყენეს.
უჩვეულო ვიდეოს, რომელიც 7 მაისს გამოქვეყნდა, ამ დროისათვის 4 მლნ-ზე მეტი ნახვა აქვს.
აღსანიშნავია, რომ მანამდე NASA-მ სატურნის ფერადოვანი ატმოსფერო და ყინულოვანი „სიკვდილის ვარსკვლავის“ გამოსახულებები წარმოადგინა.