09:58 15 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4817
  • 100 RUB4.3094
  • USD3.0633
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (422)
134 0 0

პროფესორმა ალიმონტიმ და მისმა კოლეგებმა, აკვირდებოდნენ რა COVID-19-ის განვითარებას ვენეციის 10 ათას მცხოვრებში, რომელთაგან ნახევარი მამაკაცები იყვნენ, წამოაყენეს ჰიპოთეზა, რომელიც ხსნის, რატომ არის ძლიერი სქესი ესოდენ მოწყვლადი კორონავირუსის მიმართ.

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. პრეპარატები, რომელიც ტესტოსტერონის სინთეზს თრგუნავს, კორონავირუსით ინფიცირებულ მამაკაცებს შორის სიკვდილიანობას დაახლოებით ოთხჯერ ამცირებს, აცხადებენ მეცნიერები, რომელთა კვლევაც გამოქვეყნებულია სამეცნიერო ჟურნალში Annals of Oncology.

„იმედი მაქვს, რომ ჩვენი დაკვირვება სხვა მედიკოსებს ანტიანდროგენების გამოყენებით კორონავირუსული ინფექციის მკურნალობის კლინიკური ცდებისკენ უბიძგებს. რა თქმა უნდა, საჭიროა დამატებითი მონაცემები, თუმცა უკვე არსებულიც მეტყველებს იმაზე, რომ მამაკაცების მოწყვლადობა COVID-19-ის მიმართ სქესობრივი ჰორმონების მუშაობაზეა დამოკიდებული“, — განმარტავს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, პროფესორი ანდრეა ალიმონტი.

ექიმებმა კორონავირუსული ეპიდემიის პირველსავე დღეებში შენიშნეს, რომ მამაკაცები ქალებზე ხშირად ინფიცირდებოდნენ. შემდგომმა დაკვირვებებმა კი აჩვენა, რომ მათ შორის ასევე მეტი იყო COVID-19-ით სიკვდილიანობის შემთხვევები — ინფიცირებული კაცები ქალებთან შედარებით დაახლოებით 2,5-ჯერ ხშირად იღუპებოდნენ. 

პროფესორმა ალიმონტიმ და მისმა კოლეგებმა, აკვირდებოდნენ რა COVID-19-ის განვითარებას ვენეციის 10 ათას მცხოვრებში, რომელთაგან ნახევარი მამაკაცები იყვნენ, წამოაყენეს ჰიპოთეზა, რომელიც ხსნის, რატომ არის ძლიერი სქესი ესოდენ მოწყვლადი კორონავირუსის მიმართ.

აღსანიშნავია, რომ დაკვირვების ქვეშ მყოფი ვენეციელების 10%-ს კიბოს სხვადასხვა ფორმა ჰქონდა, მათ შორის, პროსტატის კიბო.

სწავლულებმა დაადგინეს, რომ კიბოთი დაავადებული მამაკაცები, რომლებიც ანტიანდროგენულ პრეპარატებს იღებდნენ, არა მარტო 4–5-ჯერ იშვიათად იღუპებოდნენ კორონავირუსული ინფექციისგან, არამედ ბევრად იოლად გადაჰქონდათ კიდეც დაავადება. მაგალითად, 5 273 ვენეციელიდან, რომლებიც ამგვარ წამლებს იღებდნენ, COVID-19-ით მხოლოდ ოთხი მამაკაცი დაავადდა. ამასთან, არც ერთი მათგანი არ გარდაცვლილა — განსხვავებით იმათგან, რომლებიც ანტიანდროგენულ პრეპარატებს არ იღებდნენ. 

მიზეზი დადგინდა: რატომ იღუპებიან მამაკაცები COVID-19-ით ქალებზე ხშირად>>

მეცნიერების ვარაუდით, ანტიანდროგენების კეთილისმყოფელი გავლენა იმას უკავშირდება, რომ ეს ნივთიერებები აქვეითებს ცილა TMPRSS2-ის კონცენტრაციას, რომელიც, გარდა იმისა, რომ პროსტატის სიმსივნის წარმოქმნაში მონაწილეობს, ასევე ხელს უწყობს კორონავირუსის გავრცელებას სხვადასხვა ორგანოში.

სწორედ ამიტომ ალიმონტი და მისი კოლეგები ვარაუდობენ, რომ ტესტოსტერონის სინთეზის დამბლოკავი პრეპარატები დადებით გავლენას ახდენს არა მარტო კიბოთი დაავადებული, არამედ კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცების ჯანმრთელობაზეც.

COVID-19-ით სიკვდილიანობას ეს აცრა განსაზღვრავს: მეცნიერები სენსაციურ კვლევას აქვეყნებენ>>

მეცნიერებმა წამოაყენეს წინადადება, შემოწმდეს ეს თეორია უკვე მიმდინარე ან მომზადების ეტაპზე მყოფი კლინიკური ცდების ფარგლებში იმ ანტიანდროგენებზე, რომელთა დროებითი მიღება მამაკაცების ორგანიზმში შეუქცევად პროცესებს არ გამოიწვევს.

 

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (422)

მთავარი თემები