Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19-ით სიკვდილიანობას ეს აცრა განსაზღვრავს: მეცნიერები სენსაციურ კვლევას აქვეყნებენ

© REUTERS / KIM HONG-JIსამედიცინო ლაბორატორია
სამედიცინო ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ეკონომიკურად ღარიბ ქვეყნებში, სადაც უკვე დიდი ხანია ამ აცრებს გამუდმებით უტარებენ მთელ მოსახლეობას, კორონავირუსული ინფექციით სიკვდილიანობის მაჩვენებელი უკიდურესად დაბალია.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეულ სიკვდილიანობასა და იმას შორის, თუ როდის და რამდენად ფართოდ იყო გამოყენებული სხვადასხვა სახელმწიფოში ტუბერკულოზთან ბრძოლის ვაქცინა (BCG) მოსახლეობის ასაცრელად, მნიშვნელოვანი კავშირი არსებობს, ასკვნიან ამერიკელი ეპიდემიოლოგები. მათი კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია პორტალზე medRxiv.

„ქვეყნები, რომლებშიც არ ჩატარებულა უნივერსალური ვაქცინაცია BCG-ს მეშვეობით, ყველაზე მეტად დაზარალდნენ COVID-19-სგან. მათ შორის არიან იტალია, აშშ და ნიდერლანდები“, — წერენ მეცნიერები.

ამერიკელმა სწავლულებმა აღმოაჩინეს, რომ ვაქცინაცია BCG („ბე-ცე-ჟე“) ვირუსით ინფიცირების დონეს ამცირებს. მკვლევარების აზრით, სიკვდილიანობისა და ინფიცირების დაბალმა მაჩვენებლებმა შესაძლოა ეს აცრა ერთ-ერთ მთავარ იარაღად აქციოს კორონავირუსთან ბრძოლაში.  

ბიომასალის კვლევა - Sputnik საქართველო
რამდენ ხანს „იმუშავებს“ COVID-19-ზე იმუნიტეტი: ამერიკელი პროფესორი განმარტავს

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა გააანალიზეს, რამდენად შეუძლია BCG–ვაქცინაციას, გავლენა მოახდინოს კორონავირუსის გავრცელებასა და ინფექციით სიკვდილის რისკზე მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ფენებში.  

გაირკვა, რომ მთელ რიგ ქვეყნებში, კერძოდ, აშშ-ში, ირანში, იტალიაში, ბელგიაში, ნიდერლანდებსა და ევროპის სხვა ქვეყნებში BCG–ვაქცინაცია ან არასდროს გამოუყენებიათ მასიურად, ან ეს პროცედურა შედარებით ცოტა ხნის წინ დაიწყო.

ცრუ შედეგი გამორიცხულია: შექმნილია ზეზუსტი ტესტი COVID 19-ის გამოსავლენად>>

კვლევის ავტორების აზრით, ამან გავლენა მოახდინა იმ ფაქტზე, რომ ამ ქვეყნებში კორონავირუსით ინფიცირების დონე ოთხჯერ უფრო მაღალია, ვიდრე საშუალოდ მთელ მსოფლიოში. ანალოგიური მაჩვენებელი დაფიქსირდა სიკვდილიანობის მხრივაც.

მეცნიერებმა ასევე აღნიშნეს, რომ ეკონომიკურად ღარიბ ქვეყნებში, სადაც უკვე დიდი ხანია BCG–აცრებს გამუდმებით უტარებენ მთელ მოსახლეობას, კორონავირუსული ინფექციით სიკვდილიანობის მაჩვენებელი უკიდურესად დაბალია. 

კომეტა ცაზე - Sputnik საქართველო
მწვანე ლაქა ღამის ცაზე: რა კავშირია მანათობელ სხეულსა და პანდემიას შორის?

მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ BCG–ვაქცინაცია ფრიად ეფექტურია ორგანიზმის ახალი ტიპის კორონავირუსისგან დასაცავად და მათ მაგალითად ჩინეთის შემთხვევა მოჰყავთ, სადაც BCG–ვაქცინაცია გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყეს, მაგრამ შემდეგ, „კულტურული რევოლუციის“ პერიოდში, 1966-1976 წლებში მასობრივი ვაქცინაცია შეწყდა. კვლევის ერთ-ერთი ავტორის აარონ მილერის აზრით, ამ გადაწყვეტილებამ თავისი როლი შეასრულა ჩინეთში მოსახლეობის მოწყვლადი ფენის გაჩენაში, რომლისგანაც დაიწყო კიდეც COVID-19-ის გავრცელება.

გადადის თუ არა COVID-19 ცრემლებით – კვლევის შედეგები>>

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 786 228 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 37 820 და განკურნებულია 166 041 პაციენტი. მონაცემები აღებულია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტიდან. 

ამასთან, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზეა აშშ — 164 603 ინფიცირებულით, მეორეზე — იტალია (101 739), მესამეზე – ესპანეთი (87 956).

ქვეყნების რაოდენობამ, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის 43-ს შეადგენს. ამ ნიშნულის ზღვარზეა კიდევ რამდენიმე სახელმწიფო.

 

ყველა ახალი ამბავი
0