Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

გადადის თუ არა COVID-19 ცრემლებით – კვლევის შედეგები

© Pixabay / StockSnapმტირალი მამაკაცი
მტირალი მამაკაცი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქამდე გაურკვეველი იყო, გადამდებია თუ არა ვირუსი ცრემლების გზით მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ხველებისა და ცემინების დროს ლორწოვანას მცირე ნაწილაკებით ინფიცირების საშიშროება უკვე დადგინდა.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. მედიკოსებმა ადრევე დაადგინეს, რომ COVID-19-ით ინფიცირება ცემინების ან ხველების დროს ლორწოვანას უმცირეს ნაწილაკსაც კი ძალუძს, თუმცა აქამდე გაურკევევლი იყო, გადამდებია თუ არა ვირუსი ცრემლების გზით. საკითხი აშშ-ის ოფთალმოლოგიის აკადემიამ შეისწავლა და კვლევა საკუთარ ჟურნალ Ophthalmology-ში გამოაქვეყნა. 

მეცნიერებმა COVID-19-ით ინფიცირებული 17 პაციენტის ცრემლის სინჯები აიღეს და შეისწავლეს. ამ პაციენტებზე დაკვირვება პირველივე სიმპტომების გამოვლენის მომენტიდან დაიწო და მათ განკურნებამდე გაგრძელდა — დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში. ამის პარალელურად მკვლევარები ასევე იღებდნენ სინჯებს დაავადებულების ცხვირიდან და ყელიდან. 

კვლევის განმავლობაში ვირუსი SARS-CoV-2, რომელიც COVID-19-ს იწვევს, ცრემლების არც ერთ სინჯში არ გამოვლენილა, და ეს იმ დროს, როდესაც პაციენტების ცხვირი და ყელი სავსე იყო ვირუსით.

ამგვარად, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ახალი კორონავირუსის ცრემლებით გადადების ალბათობა უკიდურესად მცირეა. 

ამასთან მეცნიერები განმარტავენ, რომ ცრემლში SARS-CoV-2-ის არარასებობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი ადამიანის ორგანიზმში თვალების ლორწოვანას მეშვეობით ვერ მოხვდება. ამიტომ ისინი მკაცრ რეკომენდაციებს გასცემენ და გვაფრთხილებენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შევეხოთ თვალებს ხელით, მით უმეტეს, დაუბანელით.

გარდა ამისა, აუცილებელია თვალების დაცვა პოტენციურად ინფიცირებულთან ახლო კონტაქტისას და ასევე სხვა შემთხვევებშიც.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების 537 808 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან სულ გარდაიცვალა 24 127 და განიკურნა 123 312 ადამიანი. 

 

ყველა ახალი ამბავი
0