17:22 06 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1003)
274 0 0

მსოფლიოში COVID-19-ის გამო ყველაზე რთული მდგომარეობა აშშ-ია, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონს აჭარბებს

თბილისი, 3 მაისი - Sputnik. მთელი მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3 484 631 ადამიანს შეადგენს, გარდაიცვალა სულ 244 791 ადამიანი. დაავადება გავრცელებულია 212 ქვეყანასა და ტერიტორიაზე.

ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ევროპაშია რეგისტრირებული - 1 424 364. ერთ დღე-ღამეში მსოფლიოში ინფიცირების 83 255 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 5 215 ადამიანი.

11 მარტს ჯანმომ COVID-19-ის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა.

სიტუაცია აშშ-ში

აშშ კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში ისევ პირველ ადგილზეა - დღეისათვის ამერიკაში 1 160 838 ინფიცირებულია და 67 448 დაღუპულია. ყველაზე მეტი შემთხვევა ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატებშია დაფიქსირებული. გასულ 24 საათში ქვეყანაში დაინფიცირდა 29 744 პირი და 1 691 ადამიანი გარდაიცვალა.

თეთრი სახლი გეგმას აამოქმედოს პროექტი „ზებგერითი სიჩქარე“, რომლის მიზანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის ვადების მკვეთრი შემცირებაა და წლის ბოლომდე 100 მილიონი დოზის მიღებაა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ ვაქცინების რაოდენობა, რომლებზეც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობენ, 93-დან 14-მდე შემცირდა. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ჩატარდება დამატებით ტესტირებები, რომელთა შედეგად მოსალოდნელია, რომ დარჩება 6-დან 8-მდე ტიპი, რომლებიც  კლინიკური კვლევების შემდგომ ეტაპებს გაივლიან.

სიტუაცია იტალიაში

იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობა 209 328-ს აღწევს, ერთ დღე-ღამეში დაფიქსირდა 1 900 ახალი შემთხვევა და 474 გარდაცვალება.

გარდაცვლილია სულ 28 710 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 79 914 პაციენტი.

საავადმყოფოებში 100 704 ინფიცირებული რჩება. ეს მაჩვენებელი იკლებს აპრილის ბოლოდან და ახლა 11 აპრილის მონაცემებს შეესაბამება.

სიტუაცია ესპანეთში

ესპანეთი ინფიცირებულების მიხედვით აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობით  - მეოთხეს (აშშ-ს, იტალიის და დიდი ბრიტანეთის შემდეგ). ამ ქვეყანაში კორონავირუსის 245 567 შემთხვევა დადასტურდა, გასულ დღე-ღამეში გამოვლინდა 2 588 ახალი შემთხვევა. გარდაიცვალა 25 100 ადამიანი, გასულ დღე-ღამეში - 276.

ესპანეთში გამოჯანმრთელდა 146 233 პაციენტი. ამგვარად, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 74 234-ს შეადგენს.

ამგვარად, ეპიდემიის განვითარების დადებითი დინამიკა ნარჩუნდება: გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ბოლო დღეებში აღემატება ბოლო დადასტურებულ შემთხვევებს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა ერთ დღე-ღამეში 300 კაცზე ნაკლებია.

სიტუაცია მსოფლიოში

ჩინეთში გასულ დღე-ღამეში ინფიცირების მხოლოდ ორი ახალი შემთხვევა (ერთი შემოტანილი და ერთი ლოკალური) გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 28 პაციენტი, ლეტალური შემთხვევები არ ყოფილა.

საერთო ჯამში ჩინეთში გამოვლინდა 1672 შემოტანილი შემთხვევა, კვლავ ავადაა 531 ადამიანი, მძიმე მდგომარეობაშია 34 კაცი, 1221 გამოჯანმრთელდა, არცერთი შემოტანილი შემთხვევა ლეტალურად არ დასრულებულა.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 621-ით გაიზარდა და  28 131-ს გაუტოლდა.

ბოლო დღე-ღამეში ახალი შემთხვევების რაოდენობა 4806-ით გაიზარდა - 182 260-მდე.

საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 24 760-მდე გაიზარდა, ერთ დღეში დაიღუპა 166 კაცი. ქვეყნის ჯანდაცვის მონაცემებით, საავადმყოფოებში გარდაიცვალა 15 487, ხოლო მოხუცებულთა თავშესაფრებში - 9 273 ადამიანი.

ჰოსპიტალიზებულთა რიცხვი კვლავ კლებულობს. საავადმყოფოებში რჩება 25,8 ათასი ადამიანი. ბოლო 24 საათში ჰოსპიტლებში გადაიყვანეს 453 ადამიანი. რეანიმაციაში რჩება 3 827 ადამიანი, რაც პარასკევის მონაცემებთან 51-ით ნაკლებია.

ეპიდემიის დაწყებიდან ჰოსპიტალიზებულია თითქმის 92,5 ათასი ადამიანი. 50,5 ათასი გამოჯანმრთელდა და გაეწერა კლინიკებიდან, თუ არ ჩავთვლით მათ, ვინც კორონავირუსი სახლის პირობებში დაძლია.

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 162 ათასს გადააჭარბა, გარდაიცვალა 6,6 ათასზე მეტი ადამიანი, იუწყება რობერტ კოხის ინსტიტუტი.

მედიკოსთა მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში გერმანიაში გარდაიცვალა 76 ადამიანი. სულ გარდაცვლილია 6 812 ადამიანი.

ეპიდემიის დაწყებიდან დაინფიცირდა 164 967 პირი. გასულ დღე-ღამეში ზრდამ 890 შეადგინა. სულ გამოჯანმრთელდა 130 600 ადამიანი.

კორონავირუსი საქართველოში

ამ დროისთვის კორონავირუსი დაუდასტურდა 589 ადამიანს. გამოჯანმრთელდა 215 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5066, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 528 პაციენტია. გარდაიცვალა 8 პაციენტი.

ასევე უცხოეთიდან სამკურნალოდ სამშობლოში გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ხელისუფლებამ ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც შემდეგ 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში მოქმედებს რიგი აკრძალვები, მათ შორის კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე

27 აპრილიდან ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა დაიწყო.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1003)

მთავარი თემები