Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

დონალდ ტრამპს „აქვს მონაცემები“ კორონავირუსის ჩინურ წარმოშობაზე

© photo: AFP 2020 / MANDEL NGANდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ ჩინეთს უნდა შეეჩერებინა კორონავირუსის გავრცელება, მაგრამ ეს ან არ გააკეთა, ან ვერ შეძლო.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. მაქვს მონაცემები, რომელიც მაძლევს საშუალებას ვთქვა, რომ კორონავირუსის წყარო უჰანის ლაბორატორიაა, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე. 

​„დიახ, მაქვს“, - ასე უპასუხა მან აღნიშნულ თემაზე დასმულ შეკითხვას.   

ამასთან პრეზიდენტმა „საიდუმლო“ დეტალების გამხელაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ამ დროისათვის გამოძიებას აწარმოებს.

გარდა ამისა, დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ ჩინეთს უნდა შეეჩერებინა კორონავირუსის გავრცელება, მაგრამ ეს ან არ გააკეთა, ან ვერ შეძლო.

„[ვირუსის] შეჩერება შეიძლებოდა, ის ხომ ჩინეთიდან გამოვიდა... ეს მიუღებელი სიტუაციაა“, — აღნიშნა ტრამპმა.  

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის პოზიცია ეწინააღმდეგება აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის მიერ 30 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებას. დაზვერვის ოფისი იუწყებოდა, რომ „ეთანხმება მეცნიერთა ფართო კონსენსუსს“ იმის თაობაზე, რომ კორონავირუსი ხელოვნურად არ შექმნილა და მისი გენეტიკური მოდიფიცირება არ მომხდარა. 

ტესტირება ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო
სკანდალი გრძელდება: ჩინეთი ჯანმოს კორონავირუსის წარმოშობაზე გამოძიებაში არ რთავს

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმაც და სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომაც არაერთხელ უსაყვედურეს ჩინეთს ვირუსის წარმოშობასთან დაკავშირებული მონაცემების არასაკმარისი გამჭვირვალობის გამო. პომპეომ არაერთხელ მოუწოდა პეკინს, ეცნობებინა, შეეძლო თუ არა ვირუსს უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან „გამოქცევა“, სადაც საშიშ ინფექციებს იკვლევენ.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ ვაშინგტონი განიხილავს ვერსიას კორონავირუსის უჰანის ლაბორატორიაში ხელოვნურად შექმნის შესახებ და აპირებს დაადგინოს მისი წარმოშობა. ტრამპი მძიმე შედეგებით დაემუქრა ჩინეთს იმ შემთხვევაში, თუ გაირკვევა, რომ პეკინმა შეგნებულად დაუშვა COVID-19-ის ეპიდაფეთქება.

პეკინში გაუჩინარდნენ აქტივისტები, რომლებიც კორონავირუსზე აკრძალულ მონაცემებს ფლობდნენ>>

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანა იმთავითვე უჭერდა მხარს კორონავირუსული ეპიდემიის შესახებ მონაცემების ღია პუბლიკაციას და პასუხისმგებლიანი პოზიცია ეკავა ამ მხრივ.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, კორონავირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, მსოფლიოში COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობამ 3 257 520 ადამიანს მიაღწია. აქედან გარდაიცვალა 233 405 და განიკურნა 1 014 809 კაცი.

ყველა ახალი ამბავი
0