Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

პეკინში გაუჩინარდნენ აქტივისტები, რომლებიც კორონავირუსზე აკრძალულ მონაცემებს ფლობდნენ

© REUTERS / ALY SONGკორონავირუსის პანდემია
კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე მასმედია ასევე წერდა რამდენიმე ჟურნალისტის გაუჩინარების თაობაზეც, რომლებიც ქალაქ უჰანში ვირუსის აფეთქებას აშუქებდნენ.

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. პეკინელი ინტერნეტ-აქტივისტები უგზო-უკვლოდ გაუჩინარდნენ მას შემდეგ, რაც ისინი პოლიციამ დააკავა კორონავირუსის შესახებ აკრძალული სტატიების შენახვის გამო, იუწყება მასმედია.

​გავრცელებული ინფორმაციით, ჩენ მეი, ცაი ვეი და მისი მეგობარი გოგონა გვარად ტანგი 19 აპრილს დაკითხა პოლიციამ, რის შემდეგაც ისინი აღარ გამოჩენილან.

როგორც პოლიციამ აცნობა ახალგაზრდების ოჯახებს, ვეისა და ტანგს ბრალი არეულობის პროვოცირებაში ედებათ, რის გამოც ისინი ახლა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ჩენ მეის ძმა კი ამ დრომდე ელოდება ხელისუფლებისგან ოფიციალურ დასტურს იმის შესახებ, რომ ის ნამდვილად დაკავებულია.

„იმის გათვალისწინებით, რომ ჩენიცა და ცაიც ერთი პროექტის მონაწილეები იყვნენ, ეჭვი გვაქვს, რომ მათი გაუჩინარება სწორედ ამ პროექტს უკავშირდება“, — აცხადებს ჩენ კუნი.

ცნობილი ხდება, რომ პროექტის საიტზე განთავსებულ სტატიებში საუბარი იყო ხელისუფლების მიერ აკრძალულ პუბლიკაციებზე კორონავირუსის შესახებ. მაგალითად, უჰანის მცხოვრებთა მონათხრობები და ასევე ცნობილი ინტერვიუ ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმ აი ფენთან, რომელიც ერთ-ერთი პირველი იტყობინებოდა დაავადების აფეთქებაზე. 

კორონავირუსი - Sputnik საქართველო
გარდაიცვალა ექიმი, რომელმაც პირველმა გააფრთხილა მსოფლიო კორონავირუსის შესახებ

მასმედიის ინფორმაციით, ჩინეთის ხელისუფლება ხშირად იყენებს ბრალდებად „არეულობის პროვოცირებას“ აქტივისტების მიმართ, რაც ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

​აღსანიშნავია, რომ მანამდე მასმედია წერდა სამი ჟურნალისტის გაუჩინარების თაობაზეც, რომლებიც უჰანში ვირუსის აფეთქებას აშუქებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, რეპორტიორები ჩენ ციუში, ფან ბინი და ლი ცზეჰუა ცდილობდნენ ეჩვენებინათ ეპიდემიის რეალური მასშტაბები ქალაქში, რისთვისაც YouTube-სა და Twitter-ზე ვიდეოებს ტვირთავდნენ ცხედრებით გადავსებული პროზექტურებიდან და ასევე საავადმყოფოებიდან.

ჟურნალისტები 6-დან 26 თებერვლამდე პერიოდში გაუჩინარდნენ, მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0