18:55 28 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9982
  • 100 RUB4.3752
  • USD3.2969
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2471)
913 0 0

საფრანგეთში უკვე დაიწყო სამედიცინო საზოგადოების მობილიზება, რათა ბავშვთა შორის ატიპურ დაავადებაზე შეძლებისდაგვარად მეტი ინფორმაცია მიიღონ.

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. ცოტა ხნის წინ დიდ ბრიტანეთში რეანიმაციულ განყოფილებებში გადაიყვანეს თორმეტამდე ბავშვი, რომლებსაც სისხლძარღვების ატიპური დაავადება განუვითარდათ, ჯანდაცვის ორგანოები ცდილობენ დაადგინონ, არსებობს თუ არა კავშირი კორონავირუსის პანდემიასთან, იუწყება France Info საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრზე ოლივიე ვერანზე დაყრდნობით. 

​ვერანის თქმით, მან ასევე მიიღო ინფორმაცია ფრანგი ექიმებისგან, რომ საავადმყოფოებში მოთავსებულ დაახლოებით 15 ბავშვს აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, საჭმლის მონელების პრობლემები და სისხლძარღვების ანთება, რასაც გულის უკმარისობის გამოწვევა შეუძლია.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საბედნიეროდ, არც ერთი ბავშვი არ გარდაცვლილა ამ იშვიათი გართულებებისგან, რომლებსაც შესაძლოა ახლდეს გულის დაავადება, ე.წ. მიოკარდიტი“, — აღნიშნა მინისტრმა. 

მისი თქმით, აღნიშნული ატიპური დაავადების მქონე ზოგი ბავშვი საფრანგეთშიცა და დიდ ბრიტანეთშიც კორონავირუსის მატარებელი იყო. 

„მე ამას ძალიან სერიოზულად ვეკიდები. ვახდენ სამედიცინო საზოგადოების მიბილიზაციას საფრანგეთში და ასევე უცხოეთშიც, რათა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივიღოთ და გავარკვიოთ, არსებობს თუ არა კავშირი კორონავირუსსა და ამ ფორმას შორის, რომელიც მანამდე სხვაგან არსად გამოვლენილა“, — ხაზი გაუსვა ჯანდაცვის მინისტრმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ინდოელმა მეცნიერებმა დაადგინეს კორონავირუსის დომინანტი მუტაცია A2a, რომელმაც თითქმის ყველა დანარჩენი ჩაანაცვლა, რათა სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონებში გავრცელებულიყო.

თემები:
მსოფლიო დღეს (2471)

მთავარი თემები