05:14 23 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (612)
55 0 0

ცხოველებს ვირუსით ინფიცირება იმ მარტივი მიზეზით არ შეუძლიათ, რომ ის „ადამიანური დაავადებაა“ და მხოლოდ ადამიანიდან ადამიანზე გადადის, რაც მეცნიერულადაა დასაბუთებული

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებული ცხოველებისგან ადამიანის დასნებოვნების შანსი პრაქტიკულად არ არსებობს, დაასკვნა მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა, რომელთა კვლევაც ჟურნალ Science–შია გამოქვეყნებული. 

ექსპრეს–კვლევებით დადგინდა, რომ ვირუს SARS-CoV-2–ის მიმართ, რომელიც დაავადება COVID–19–ს იწვევს, განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან კატები და კვერნისებრთა ოჯახის წარმომადგენლები (ქრცვინები, ყარყუმები, თრითინები და სხვ.), ხოლო ძაღლები პრაქტიკულად მოუწყვლადები, ანუ მედეგები არიან აღნიშნული ვირუსის მიმართ. 

როგორც პათოლოგიებისა და ლაბორატორიული მედიცინის ამერიკელი პროფესორი დევიდ ო’კონორი განმარტავს, შინაური კატებიდან და ძაღლებიდან კორონავირუსის ადამიანზე გადაცემა შეუძლებელია.

სახიფათოა თუ არა COVID-19 შინაური ცხოველებისთვის: ვეტერინარიის პროფესორი განმარტავს>>

მას ეთანხმება ვეტერინარიის პროფესორი ჟანეტ ო’ქუინიც, რომელიც ირწმუნება, რომ ცხოველებს ვირუსით ინფიცირება იმ მარტივი მიზეზით არ შეუძლიათ, რომ ის „ადამიანური დაავადებაა“ და მხოლოდ ადამიანიდან ადამიანზე გადადის, რაც მეცნიერულადაა დასაბუთებული.

აღსანიშნავია, რომ მანამდე სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერებმა ცალ–ცალკეც ჩაატარეს არაერთი კვლევა შინაური ცხოველებიდან ადამიანის კორონავირუსით ინფიცირების რისკებთან დაკავშირებით. ყველა შემთხვევაში სწავლულები ასკვნიდნენ, რომ მსგავსი ფაქტი არც დაფიქსირებულა და ეს შეუძლებელიცაა.

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (612)

მთავარი თემები