Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

უჰანის კატების ისტორია: რა ეწერა რეალურად კვლევაში, რომელმაც სკანდალი გამოიწვია

© Pixabay / nhudaibnumukhtarკატა ქუჩაში
კატა ქუჩაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალური ქსელების ქართველმა მომხმარებლებმა განგაში ატეხეს იმასთან დაკავშირებით, თითქოს კატებთან და ძაღლებთან ურთიერთობა სახიფათოა ადამიანისთვის კორონავირუსით ინფიცირების კუთხით. რეალურად კი ჩინელი მეცნიერების კვლევაში სულ სხვა რამ ეწერა.

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. ცოტა ხნის წინ მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ეპიდემიის ეპიცენტრში, ქალაქ უჰანში ბინადარი კატების 15% COVID-19-ით დაიხოცა. 

აღნიშნული ცნობა სწრაფად გავრცელდა საზოგადოებაში და მალე, როგორც სოციალური ქსელების მომხმარებლები წერენ, არაჯანსაღი ელფერი შეიძინა. ცხოველთა დამცველებმა განგაში ატეხეს იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგმა საკუთარი კატებისა და ძაღლების მოშორება გადაწყვიტა, რათა კორონავირუსით ინფიცირებისგან დაეზღვია თავი. 

ძაღლი პირბადით - Sputnik საქართველო
სახიფათოა თუ არა COVID-19 შინაური ცხოველებისთვის: ვეტერინარიის პროფესორი განმარტავს

რეალურად კი საქმე ასე იყო.   

ჩინელმა ვეტერინარებმა უჰანში ქუჩისა და შინაური 102 (!) კატის სისხლის ნიმუშები შეაგროვეს და დაადგინეს, რომ მათგან 15 (რაც 14,7%-ს შეადგენს) ახალი ტიპის კორონავირუსით იყო ინფიცირებული. დაკვირვების შედეგების პრეპრინტი მეცნიერებმა ელექტრონულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში bioRxiv გამოაქვეყნეს.

პრეპრინტი — ეს არის ნაშრომის შესახებ წინასწარი ანგარიში, რომელსაც რეცენზირება არ აქვს გავლილი. პრეპრინტის მიზანია, მასალები გამოქვეყნებამდე სხვა სპეციალისტებს გააცნოს, რათა ავტორს შესაძლებლობა ჰქონდეს, მათთან ერთად იმსჯელოს ნაშრომში დასმულ და განხილულ საკითხებზე. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ის გამოქვეყნდეს რეცენზირებულ სამეცნიერო გამოცემაში.  

უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტისა და ჰუაჩჟუნის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გადაწყვიტეს გამოეკვლიათ, თუ რამდენად ფართოდ იყო გავრცელებული კორონავირუსული ინფექცია მათ ქალაქში მცხოვრებ კატებში — როგორც ქუჩის, ისე ოჯახის ბინადრებში.  

ამ მიზნით ისინი უჰანის სხვადასხვა ნაწილში მდებარე ცხოველთა თავშესაფრებს ეწვივნენ, სადაც ასზე მეტი მიტოვებული და გაველურებული კატის სისხლის ნიმუშები შეაგროვეს. ამის შემდეგ მსგავსი პროცედურა ქალაქის ვეტერინარულ კლინიკებში სამკურნალოდ გადაყვანილ რამდენიმე შინაურ კატასაც ჩაუტარეს. 

ჩინეთიდან ევაკუირებული მგზავრები  - Sputnik საქართველო
ძაღლს ვერ დავტოვებ: უკრაინელი ქალი ჩინეთიდან ევაკუაციაზე უარს აცხადებს

გამომდინარე იქიდან, რომ ამ დროისათვის არ არსებობს ახალი ტიპის კორონავირუსზე კატის ტესტები, ამიტომ მეცნიერებმა SARS-CoV-2-ის კვალის გამოვლენის საკუთარი სისტემა შეიმუშავეს — ვირუსის გარსის ცილის საფუძველზე სპეციალური ინდიკატორები შექმნეს და მათი დახმარებით შეამოწმეს, იყო თუ არა კატების სისხლში ანტისხეულები, რომელთაც ვირუსის განეიტრალება შეუძლიათ. 

კვლევამ აჩვენა, რომ ვირუსის კვალი 102-დან 15 კატის სისხლში იყო, ანუ ვეტერინარებისა და ვირუსოლოგების მიერ გამოკვლეული ველური და შინაური კატების მთლიანი რაოდენობის თითქმის 15%-ში. მკვლევარების აზრით, შინაური ცხოველების შემთხვევაში ვირუსის წყარო მათი პატრონები იყვნენ, რომლებმაც COVID-19 მიმდინარე წლის იანვარსა და მარტს შორის პერიოდში გადაიტანეს.

მეცნიერების ვარაუდით, ვირუსი კატების ორგანიზმში შეიძლება მოხვედრილიყო ან მაშინ, როცა ინფიცირებული ადამიანები მათ გამოკვებას ცდილობდნენ, ან ვირუსით დაბინძურებული რაიმე ზედაპირიდან

ბიოლოგები ხაზს უსვამენ, რომ კატიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემის შემთხვევები ჯერ არ დაფიქსირებულა.

აღსანიშნავია, რომ პრეპრინტი, რომელშიც ჩინელმა სპეციალისტებმა თავიანთი კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა და სამეცნიერო ჟურნალების რედაქტორებმა პანდემიასთან კავშირში არ განიხილეს. ამიტომ დასკვნებს ამ პრეპრინტიდან და ანალოგიური სტატიებიდან სიფრთხილით უნდა მივუდგეთ! 

ყველა ახალი ამბავი
0