Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ჩინელი ექსპერტი COVID-19-ის მეორე ტალღას ელოდება და სავარაუდო დროსაც ასახელებს

© REUTERS / Aly Songკორონავირუსი შანხაიში, ჩინეთი
კორონავირუსი შანხაიში, ჩინეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინელი ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის გამო ზამთარში კაცობრიობა ისევ სახლებში აღმოჩნდეს გამოკეტილი.

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. კაცობრიობა ვერ შეძლებს ბოლომდე გაუმკლავდეს კორონავირუსულ პანდემიას მიმდინარე წლის ზაფხულში, ნოემბრისთვის დაავადების ახლი ტალღაა მოსალოდნელი, იუწყება პორტალი „ჰუანციუვანი“ COVID-19-თან ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელ ჩჟან ვენჰუანზე დაყრდნობით.

„ვირუსის აფეთქებები დაიწყო სამხრეთ ამერიკის, აფრიკის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, ამიტომ, არსებული მათემატიკური მოდელის თანახმად, <...> როცა ზამთარი დადგება, ყველა ისევ სახლებში გამოიკეტება“, — აცხადებს ექსპერტი.

ამასთან ჩჟან ვენჰუანმა ხაზი გაუსვა, რომ ვირუსის მომდევნო ტალღა არ იქნება იმდენად სერიოზული — გამომდინარე ამჟამინდელი ეპიდემიიდან. 

სპილენძის ჭურჭელი სამზარეულოში  - Sputnik საქართველო
სპილენძი COVID-19-ის წინააღმდეგ: კორონავირუსთან ბრძოლისთვის უნიკალური მასალა შეიქმნა

„თუმცა, არასაკმარისი სამედიცინო რესურსების მქონე ქვეყნებს, როგორებიცაა აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოები, დიდი ალბათობით, მომდევნო ზამთრის გადატანა გაუჭირდებათ“, — მიაჩნია ექსპერტს.

მისი თქმით, მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტროლი დამოკიდებულია არა ჩინეთზე, აშშ-სა და ევროპაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდებიან ეპიდემიას სწორედ ის ქვეყნები, რომლებსაც მომხდარის კონტროლი ყველაზე ნაკლებად შეუძლიათ.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 184 ქვეყანაში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 1 850 807 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 114 251 და განკურნებულია 2 816 674 პაციენტი. 

ამასთან, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზეა აშშ — 557 571 ინფიცირებულით, მეორეზე — ესპანეთი (166 831), მესამეზე — იტალია (156 363). 

ქვეყნების რაოდენობა, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის 70-ს შეადგენს.

 

ყველა ახალი ამბავი
0