Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ინფიცირების საფრთხე ლაპარაკისას: მეცნიერები კვლევის შედეგებს აქვეყნებენ

© Pixabay / mohamed_hassanორატორი პუბლიკის წინაშე
ორატორი პუბლიკის წინაშე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ არსებობენ ე.წ. სუპერემიტერები — ადამიანები, რომლებიც ლაპარაკის დროს წამში დაახლოებით ათ ასეთ ნაწილაკს გამოყოფენ.

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. ამერიკელმა მეცნიერებმა გააანალიზეს ყველა ის კვლევა, რომლებიც ლაპარაკის დროს კორონავირუსი SARS-CoV-2-ის გადადების რისკებს ეხება, მათი კვლევა გამოქვეყნებულია ჟურნალში Aerosol Science and Technology.  

SARS-CoV-2-ის ფოტო - Sputnik საქართველო
ნაპოვნია COVID-19-ის ახალი „აქილევსის ქუსლი“: მსოფლიოს უდიდესი ინსტიტუტი კვლევას აქვეყნებს

მკვლევარების თქმით, საუბრისას ადამიანი თავის ირგვლივ ავრცელებს აეროზოლურ შენაერთს, რომელიც ამონასუნთქი ნაწილაკებისგან შედგება. ეს ნაწილაკები იმდენად მცირეა, რომ შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავია, თუმცა ვირუსების გადატანა შეუძლიათ, მათ შორის – დაავადება COVID-19-ის გამომწვევი SARS-CoV-2-ისა.

კვლევის ავტორები ასკვნიან, რომ რაც უფრო ხმამაღლა ლაპარაკობს ადამიანი, მით მეტ აეროზოლურ შენაერთებს აფრქვევს ჰაერში. ამასთან აღნიშნავენ, რომ არსებობენ ე.წ. სუპერემიტერები — ადამიანები, რომლებიც ლაპარაკის დროს წამში დაახლოებით ათ ასეთ ნაწილაკს გამოყოფენ.

მალარიის კოღო - Sputnik საქართველო
სეზონი ახლოვდება: გადააქვთ თუ არა კოღოებს COVID-19 – მეცნიერები განმარტავენ

ამგვარად, სუპერემიტერი, თუნდაც მას ინფიცირების სიმპტომები არ ჰქონდეს, ათწუთიანი საუბრისას თავის გარშემო დაახლოებით 6 000 აეროზოლური ნაწილაკისგან შემდგარ უხილავ ღრუბელს წარმოქმნის. ამ ღრუბლის შესუნთქვა იოლად შეუძლიათ როგორც მის თანამოსაუბრეებს, ისე მის უშუალო სიახლოვეს მყოფ სხვა ადამიანებს. 

მკვლევარები ხაზს უსვამენ, რომ ვირუსი SARS-CoV-2 აეროზოლურ მდგომარეობაში სიცოცხლისა და ინფიცირების უნარს რამდენიმე საათის განმავლობაში ინარჩუნებს. მართალია, ეს დრო იმაზე ნაკლებია, ვიდრე ზედაპირების შემთხვევაში, მაგრამ საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანი დაინფიცირდეს.

გადადის თუ არა COVID-19 ცრემლებით – კვლევის შედეგები>>

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 184 ქვეყანაში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 1 348 184 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 74 816 და განკურნებულია 284 802 პაციენტი. 

ამასთან, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზეა აშშ — 368 376 ინფიცირებულით, მეორეზე — ესპანეთი (136 675), მესამეზე — იტალია (132 547). 

ქვეყნების რაოდენობამ, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის 61-ს შეადგენს. ამ ნიშნულის ზღვარზეა კიდევ რამდენიმე სახელმწიფო. 

 

ყველა ახალი ამბავი
0