18:33 02 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4626
  • 100 RUB4.4772
  • USD3.1172
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1677)
6840 0 0

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, არაფერი იქნება გასაკვირი იმაში, რომ COVID-19-ის ეპიდაფეთქების შემდეგ ქვეყნებმა გარე სამყაროს საკუთარი კარი უხალისოდ გაუღონ.

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. ახალი კორონავირუსის პანდემიას მსოფლიოში შედეგად შესაძლოა ბიოლოგიური პასპორტების გაჩენა მოჰყვეს, რომლებიც ქვეყნებს უსაფრთხოების გარანტიას მისცემს და მათ ტერიტორიებზე შესული უცხოელების ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა იქნება, ნათქვამია Deutsche Bank-ის კვლევაში, რომელსაც საინფორმაციაო სააგენტო РИА Новости ეყრდნობა.

 

როგორც ბანკის ეკონომისტები აღნიშნავეს, ამჟამინდელმა კრიზისმა აჩვენა, რომ მსოფლიო ორიოდე კვირაში შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს, ამიტომ არაფერი იქნება გასაკვირი იმაში, რომ COVID-19-ის ეპიდაფეთქების შემდეგ ქვეყნებმა გარე სამყაროს საკუთარი კარი უხალისოდ გაუღონ.

„ტურიზმი, ალბათ, ბოლო სფერო იქნება, რომელიც ნორმაში მოვა. ქვეყნებმა სერიოზული ძალისხმევა გასწიეს, რათა ვირუსი დაემარცხებინათ საკუთარ ტერიტორიებზე, ამიტომ ისინი უხალისოდ გახსნიან საზღვრებს მტკიცებულებების გარეშე, რომ მათთან ჩასული ტურისტები ვირუსის მატარებლები არ არიან. მოქალაქეებს, რომლებიც ვერ შეძლებენ დაამტკიცონ „სისუფთავე“, მოგზაურობის გაუქმება მოუწევთ“, — წერენ Deutsche Bank-ის ეკონომისტები. 

ასეთ მტკიცებულებად, ექსპერტების აზრით, შეიძლება იქცეს ბიოლოგიური პასპორტი — სპეციალური ტექნოლოგია მობილური ტელეფონებისთვის (პირადი მონაცემების უსაფრთხოების დაცვით), რომელშიც ასახული იქნება მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ცნობა იმის შესახებ, შედის თუ არა ის რისკის ჯგუფში. 

ჩინეთის წამყვანი ეპიდემიოლოგი COVID 19-ის პანდემიის შეწყვეტის თარიღს ასახელებს>>

„თუ ტექნოლოგია საკმაოდ სწრაფად გახდება ხელმისაწვდომი, ასეთი „იმუნური პასპორტები“ ხელს შეუწყობს ტურიზმსა და მოგზაურობას. თუ არა, მაშინ ქვეყანაში შესვლისას აუცილებელი იქნება თვითიზოლაციის პერიოდი“, — ნათქვამია ბანკის კვლევაში. 

ექსპერტების თქმით, ამ უკანასკნელ შემთხვევაში ტურიზმი და ბიზნეს-მოგზაურობა, დიდი ალბათობით, კვლავ შეზღუდული დარჩება გარკვეული ხნის განმავლობაში, მაშინაც კი, თუ სხვა სფეროები უკვე ნორმალურ მდგომარეობაში იქნება. 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 180 ქვეყანაში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 937 567 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 47 256 და განკურნებულია 194 311 პაციენტი. ამასთან, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზეა აშშ — 216 721 ინფიცირებულით, მეორეზე — იტალია (110 571), მესამეზე — ესპანეთი (104 118). ქვეყნების რაოდენობამ, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის 50-ს შეადგენს. ამ ნიშნულის ზღვარზეა კიდევ რამდენიმე სახელმწიფო. 

 

თემები:
მსოფლიო დღეს (1677)

მთავარი თემები