Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ჩინეთის წამყვანი ეპიდემიოლოგი COVID 19-ის პანდემიის შეწყვეტის თარიღს ასახელებს

© AFP 2024 / Abdul Qodirსოციალური დისტანცირებისთვის მონიშნული ადგილები
სოციალური დისტანცირებისთვის მონიშნული ადგილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე ქვეყნის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტმა განაცხადა, რომ პანდემიის ეპიცენტრ ჩინეთში COVID-19–ის გავრცელება მთლიანობაში შეწყვეტილია.

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. ახალი კორონავირუსული პანდემია აპრილის ბოლოს დაიწყებს კლებას, განაცხადა ჩინეთის წამყვანმა ეპიდემიოლოგმა ჩჟუნ ნანშანმა. აღნიშნულის შესახებ წერს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости. 

კორონავირუსზე კვლევის დაწყების წინ - Sputnik საქართველო
COVID 19-ის ყველაზე აშკარა ნიშანი: მეცნიერები ინფიცირების უპირველეს სიმპტომს ასახელებენ

„დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ქვეყნის მკაცრი ზომების წყალობით, მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტროლქვეშ მოქცევა შესაძლებელია. ველოდები, რომ დაახლოებით აპრილის ბოლოს ეპიდემია კლებას დაიწყებს“, — აღნიშნა ნანშანმა ადგილობრივ ტელეარხთან საუბრისას.

მანამდე ქვეყნის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტმა განაცხადა, რომ პანდემიის ეპიცენტრ ჩინეთში COVID-19–ის გავრცელება მთლიანობაში შეწყვეტილია.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეცპროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის მსოფლიოს 180 ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია 877 422 ადამიანი. აქედან გარდაცვლილია 43 537 და განკურნებულია 185 241 კაცი.

ყველა ახალი ამბავი
0