თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. ახალი კორონავირუსული პანდემია აპრილის ბოლოს დაიწყებს კლებას, განაცხადა ჩინეთის წამყვანმა ეპიდემიოლოგმა ჩჟუნ ნანშანმა. აღნიშნულის შესახებ წერს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
„დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ქვეყნის მკაცრი ზომების წყალობით, მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტროლქვეშ მოქცევა შესაძლებელია. ველოდები, რომ დაახლოებით აპრილის ბოლოს ეპიდემია კლებას დაიწყებს“, — აღნიშნა ნანშანმა ადგილობრივ ტელეარხთან საუბრისას.
მანამდე ქვეყნის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტმა განაცხადა, რომ პანდემიის ეპიცენტრ ჩინეთში COVID-19–ის გავრცელება მთლიანობაში შეწყვეტილია.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეცპროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის მსოფლიოს 180 ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია 877 422 ადამიანი. აქედან გარდაცვლილია 43 537 და განკურნებულია 185 241 კაცი.