Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

არ გაუღოთ კარი უცნობებს! მძარცველები თავს ექიმებად ასაღებენ

გამოწერა
პოლიციის შეფის თქმით, ყალბი „ექიმები“ მოსახლეობას კარის გაღებას სთხოვენ, ვითომ კორონავირუსზე ანალიზის ასაღებად, და ისინიც თავად უშვებენ სახლში მძარცველებს.

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებით არაერთი ბოროტმოქმედი სარგებლობს, რომლებიც მედიკოსებად გადაცმული აღწევენ საცხოვრებელ სახლებში, განაცხადა ესპანეთის ეროვნული პოლიციის მთავარმა კომისარმა ხოსე ანხელ გონსალესმა. 

ინტერპოლის შტაბბინა - Sputnik საქართველო
კორონავირუსმა თაღლითებს ახალი სქემები შთააგონა: ინტერპოლი განცხადებას ავრცელებს

მისი თქმით, ყალბი „ექიმები“ მოსახლეობას კარის გაღებას სთხოვენ, ვითომ კორონავირუსზე ანალიზის ასაღებად, და ისინიც თავად უშვებენ სახლში მძარცველებს.

გარდა ამისა, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ბოროტგანმზრახველები სახლებში შესაღწევად სამედიცინო ნიღბებისა და ხელთათმანების დარიგებას იმიზეზებდნენ.

ხოსე ანხელ გონსალესმა მოუწოდა ესპანელებს, არ გაუღონ კარი უცნობებს.

არავითარ შემთხვევაში არ გახსნათ ეს შეტყობინებები: ESET გამომძალველ მისამართებს ასახელებს>>

ამ დროისათვის ესპანეთში COVID-19-ით ინფიცირებულია 85 195 ადამიანი. ამ მაჩვენებლით ქვეყანამ, აშშ-სა და იტალიის მსგავსად, უკვე გადაუსწრო ინფექციის ეპიცენტრ ჩინეთს. გარდაცვლილთა რაოდენობამ 7340-ს (ეს მაჩვენებელიც ჩინეთზე მაღალია), ხოლო განკურნებულთა რიცხვმა 16 780 კაცს მიაღწია. შედარებისთვის: ჩინეთში 75 916 პაციენტია გამოჯანმრთელებული.

ყველა ახალი ამბავი
0