10:23 30 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (385)
997131

აკადემიკოსის თქმით, ამ დროისათვის უკვე სამი პრეპარატია მზად COVID-19-ის წინააღმდეგ ეფექტურობაზე ტესტირების გასავლელად.

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. შემუშავებულია სამი სახის პრეპარატი, რომლებიც პოტენციურად შეიძლება გამოყენებული იყოს COVID-19-ის სამკურნალოდ, განაცხადეს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიაში. 

მანამდე ფედერალურმა სამედიცინო-ბიოლოგიურმა სააგენტომ წარმოადგინა კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც მალარიის საწინააღმდეგო „მეფლოქინის“ საფუძველზე დამზადდა.

მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის ვლადიმირ ჩეხონინის თქმით, რამდენიმე წლის წინ ორგანული სინთეზის ინსტიტუტში დამზადდა ანტივირუსული ტრიაზავირინი, რომლითაც ახლა ჩინელი სპეციალისტები დაინტერესდნენ კორონავირუსული ინფექციის სამკურნალოდ.

„მაგრამ დღეისათვის მზადაა ამ პრეპარატის განსაკუთრებული, საინჰალაციო ფორმა, რომელიც კონკრეტულად რესპირატორული ვირუსული ინფექციის სამკურნალოდ შეიძლება გამოვიყენოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ის ბევრად მისაღები იქნება COVID-19-ის ინფექციის სამკურნალოდ. ბუნებრივია, ასეთი ვარიანტი უკიდურესად მნიშვნელოვანია ამჟამინდელ ვითარებაში“, — განაცხადა ჩეხონინმა.

მისი თქმით, აღნიშნული წამალი უკვე მზადაა სპეციალური დაწესებულებებისთვის გადასაცემად, სადაც მათი ტესტირება ჩატარდება.

გარდა ამისა, აკადემიკოსის თქმით, ორგანული სინთეზისა და ორგანული ქიმიის ინსტიტუტებმა შექმნეს ანტივირუსული პრეპარატის „ფავიპირავირის“ სინთეზის „საკმაოდ ეფექტური სქემა“. ეს პრეპერატი იაპონიაშია შექმნილი იმ ინფექციების სამკურნალოდ, რომლებსაც ე.წ. RNA–ვირუსები იწვევს. სწორედ ამ ჯგუფს მიეკუთვნება ახლანდელი კორონავირუსიც.

ჩეხონინის თქმით, ეს მიგნებაც უკვე მზადაა ტესტირების გასავლელად.

რუსმა მეცნიერებმა კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი წარმოადგინეს>> 

არსებობს კიდევ სხვა პრეპარატი – „ფორტეპრენი“, რომელიც მანამდე ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნული ცენტრისა და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მეცნიერებმა შექმნეს პრეპარატ „ფოსპრენილის“ ბაზაზე. ეს უკანასკნელი ცხოველებში კორონავირუსული ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება.

„[პრეპარატმა] კლინიკური გამოცდების ყველა სტადია გაიარა, ანუ ადამიანებზეც გამოიცადა. „ფორტეპრენი“ რეგისტრაციის ეტაპზეა, რომლის გავლის შემდეგაც უკვე ტესტირებისთვის გადაიცემა იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად აქტიური შეიძლება იყოს ის COVID-19-ის მიმართ“, — აღნიშნა მეცნიერმა.

აკადემიკოს ჩეხონინის თქმით, ამ ყველაფრის გარდა რუსეთში ასევე მუშავდება სამი ვაქცინა ახალი ინფექციის საწინააღმდეგოდ.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 724 201 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 34 026 და განკურნებულია 152 071 პაციენტი. 

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (385)

მთავარი თემები