01:48 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1937)
66 0 0

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსული პანდემიის გამო კარანტინში დედამიწის მოსახლეობის ნახევარი იმყოფება.

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. პანდემიასთან დაკავშირებით შემოღებული შეზღუდვების გამო ამ დროისათვის მსოფლიოში სასწავლო პროცესებს არ ესწრება 1,5 მილიარდი ბავშვი და ზრდასრული, იუწყება „იუნესკო“.

​„ბავშვების, ზრდასრულებისა და უფროსი ასაკის ადამიანების რაოდენობა, რომლებიც სკოლებსა და უნივერსიტეტებში არ დადიან COVID-19-ის გამო, იზრდება. მსოფლიოს ბევრმა მთავრობამ დახურა საგანმანათლებლო დაწესებულებები გლობალური პანდემიის შეკავების მიზნით“, — ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაში.

„იუნესკოს“ მონაცემებით, საგანმანათლებლო დაწესებულებები 184 ქვეყანაში დაიხურა და შეზღუდვები მოსწავლე/სტუდენტთა მსოფლიო რაოდენობის 87%-ს შეეხო.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსული პანდემიის გამო კარანტინში დედამიწის მოსახლეობის ნახევარი იმყოფება.

თემები:
მსოფლიო დღეს (1937)

მთავარი თემები