თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 722 435 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 33 997 და განკურნებულია 151 991 პაციენტი. მონაცემები აღებულია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტიდან.
ამასთან, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზეა აშშ — 142 502 ინფიცირებულით, მეორეზე — იტალია (97 689), ხოლო მესამეზე – ეპიდემიის ეპიცენტრი ჩინეთი (82 149).
ქვეყნების რაოდენობამ, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის 42-ს შეადგენს. ამ ნიშნულის ზღვარზეა კიდევ რამდენიმე სახელმწიფო.
COVID-19-ით გამოწვეული და მასთან დაკავშირებული რამდენიმე მოვლენა, რომლებიც 29–30 მარტის ღამით მოხდა მსოფლიოში, ასე გამოიყურება:
- უკრაინელი ქალი მუხლებზე დაჩოქილი სთხოვს პატიებას თანასოფლელებს იმისთვის, რომ იტალიიდან დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაცია არ გაიარა და სოფელში კორონავირუსის ინფექცია გაავრცელა. ამ მიზნით მან ვიდეო ჩაწერა და YouTube-ზე გამოაქვეყნა. ჩანაწერში ქალი ამბობს: „გავიგე, რომ ჩემი სახლის დაწვა გინდათ, აპირებთ, რომ გაუსწორდეთ ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს. მეც და ჩემი შვილებიც უკვე განვიკურნეთ. არ დამიხოცოთ ისინი, თუ გინდათ მე მომკალით, ამჩეხეთ, ამკუწეთ, თუ ამით რამე შეიცვლება. პატიებას გთხოვთ ყველას“.
აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ზომები 30 აპრილამდე გაგრძელდება;
Group 1 Officers have just attended an address in absolute shock to find 25 adults and children having a massive party with speakers and karaoke. Everyone dispersed and hosts dealt with.
— Derby West Response (@DerWestResponse) March 29, 2020
It is clear people are still having complete disregard for the Government advice and rules. pic.twitter.com/g3GFGhFN6e
- ადგილობრივი ექსპერტის თქმით, კოლუმბიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ უახლოეს კვირებში შესაძლოა 4 მილიონ კაცს, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვმა 3 ათასს მიაღწიოს;
- კალათბურთის ეროვნული ასოციაცია NBA, იმ სპორტსმენებსა და თანამშრომლებს, რომლებიც უკვე გამოჯანმრთელდნენ COVID-19-სგან, სისხლის ჩაბარებას სთხოვს სხვა ინფიცირებულების სამკურნალოდ;
- დღეიდან ალბანეთში მოქალაქეები მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ ქუჩაში გასვლას, რაც სპეციალურ ნომერზე SMS-თხოვნას გაგზავნიან და იქიდან ნებართვას მიიღებენ. ეს ნებართვა მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში იქნება მოქმედი;
- ჩიკაგოში კორონავირუსით ინფიცირებული ცოლ-ქმარი, რომლებმაც ერთად 65 წელი გაატარეს, ერთ დღეს გარდაიცვალა. ამის შესახებ მათმა 18-დან ერთ-ერთმა შვილიშვილმა დაწერა Twitter-ზე;
- ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამენ ნათანიაჰუს მრჩეველს რივკა ფალუჰს COVID-19 დაუდასტურდა. გავრცელებული ინფორმაციით, ფალუჰი ბოლოს პრემიერს ხუთშაბათს ეკონტაქტა, თუმცა აუცილებელი დისტანციის დაცვით...