23:58 26 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4801
  • 100 RUB4.4615
  • USD3.1916
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (864)
135 0 0

ესპანეთსა და ნორვეგიაში კორონავირუსის მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდის გამოსავლენად ახალი პრეპარატების ტესტირება დაიწყება

თბილისი, 28 მარტი - Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) უახლოეს დღეებში კორონავირუს COVID-19-ის წინააღმდეგ ოთხი ახალი მედიკამენტის ტესტირებას დაიწყებს, იუწყება РИА Новости.

„სრული მობილიზება უნდა გამოვაცხადოთ“: რუხის კლინიკა კორონავირუსთან ბრძოლაში ერთვება >>

ნორვეგიასა და ესპანეთში მოხალისეებზე ტესტები დაიწყება ჯანმოს პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია კორონავირუსის მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდის გამოვლენაა.

„მოხარულები ვართ გაუწყოთ, რომ ნორვეგიასა და ესპანეთში „სოლიდარობის ტესტების“ პროგრამაში პირველი პაციენტები ჩაეწერებიან, რომლებიც COVID-19-ის წინააღმდეგ ოთხი სხვადასხვა წამლის თუ წამლების კომბინაციის უსაფრთხოებასა და ეფექტურობას შეადარებენ“, - განაცხადა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.

გებრეიესუსმა აღნიშნა, რომ ეს ტესტები ამა თუ იმ პრეპარატის მოქმედების მდგრადი დასაბუთების მიღებაში დაეხმარება.

ჯანმომ „სოლიდარობის ტესტების“ პროგრამა COVID-19-ის მკურნალობის სხვადასხვა მეთოდების მონაცემთა გაცვლის მიზნით 18 მარტს ამოქმედდა. ის ვირუსის წინააღმდეგ სხვადასხვა მედიკამენტების ტესტირებას და მათ შორის ყველაზე ეფექტურების გამოვლენას გულისხმობს.

მკურნალობის სხვადასხვა მეთოდებზე ტესტების შესახებ ინფორმაციის გაცვლაში ჩართულია ასევე არგენტინა, ბაჰრეინი, კანადა, საფრანგეთი, ირანი, ნორვეგია, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი, შვეიცარია და ტაილანდი. ამჟამად პროგრამაში 45 სახელმწიფო მონაწილეობს.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (864)

მთავარი თემები