Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

რამდენ ხანს „იმუშავებს“ COVID-19-ზე იმუნიტეტი: ამერიკელი პროფესორი განმარტავს

© photo: Sputnik / Alexey Sukhorukov / გადასვლა მედიაბანკშიბიომასალის კვლევა
ბიომასალის კვლევა - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმუნიტეტს სხვადასხვა ხანგრძლივობა ახასიათებს: წითელაზე აცრა ერთხელ კეთდება და მთელი ცხოვრება საკმარისია, B–ჰეპატიტის შემთხვევაში ვაქცინა ათი წლის განმავლობაში მოქმედებს, თუმცა არსებობს იმუნიტეტები, რომლებიც მხოლოდ ერთი წლით „მუშაობს“.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. რამდენ ხანს შეუნარჩუნდებათ იმუნიტეტი COVID-19-სგან განკურნებულ პაციენტებს ამ ვირუსის მიმართ, ექიმებმა ჯერ არ იციან, განაცხადა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, აშშ-ის სისტემური ბიოლოგიის უნივერსიტეტის (GMU) პროფესორმა ანჩა ბარანოვამ.

„ყველაზე მთავარი, რაც უნდა ვიცოდეთ, რაც ჯერ არ ვიცით, ვინაიდან ტექნიკურად ჯერ არ დაგვიდგენია — ეს ისაა, რომ ჯერ არ ვიცით, რამდენად ხანგრძლივი იქნება იმუნიტეტის პერიოდი“, — აღნიშნა პროფესორმა. 

სუპერმარკეტი - Sputnik საქართველო
საუკეთესო COVID-19-სგან თავდასაცავად: ექიმებმა ხელმისაწვდომი პროდუქტი დაასახელეს

მისი თქმით, იმუნიტეტს სხვადასხვა ხანგრძლივობა ახასიათებს. მაგალითად, წითელაზე აცრა ერთხელ კეთდება და მთელი ცხოვრება საკმარისია, B–ჰეპატიტის შემთხვევაში ვაქცინა ათი წლის განმავლობაში მოქმედებს, თუმცა არსებობს იმუნიტეტები, რომლებიც მცირე ხნით შენარჩუნდება. 

ამ უკანასკნელის დასტურად ამერიკელ ბიოლოგს ნოროვირუსის, ე.წ. „ნაწლავების გრიპის“ მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ ამ დაავადების მიმართ „იმუნიტეტი მხოლოდ ერთი ან ორი წლის განმავლობაშია მოქმედი, მერე კი ადამიანი ისევ შეიძლება დაავადდეს“.

ეფექტი გამოცდილია წარსულში: მეცნიერები COVID-19-თან ბრძოლის ძველ „ახალ“ მეთოდს ასახელებენ>>

ანჩა ბარანოვას თქმით, შესაძლოა ისეც გამოვიდეს, რომ ახალ კორონავირუსზე იმუნიტეტი არც ისე ხანგრძლივი იყოს.

„მაგრამ როგორ დავადგენთ ამას? ამას მხოლოდ მას შემდეგ გავიგებთ, რაც გავარკვევთ – როგორ განიკურნენ ინფიცირებული ადამიანები. ჩვენ მათ ვაკვირდებით, რათა გავარკვიოთ, რამდენ ხანს შენარჩუნდება იმუნიტეტი. ანუ, ამ მონაცემების მისაღებად ერთი ან ორი წელი დაცდა მოგვიწევს“, — განაცხადა პროფესორმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ამის გარკვევა უფრო სწრაფად ორგანიზმში ანტისხეულების არსებობაზე ტესტირებითაა შესაძლებელი და იქვე განმარტა:  

„მეცნიერები მუშაობენ ანტისხეულების ტესტებზე. მაგრამ ერთი საკითხია, როდესაც ამგვარ ტესტს ლაბორატორიაში იკეთებთ ათი ადამიანის დახმარებით, და სულ სხვაა ის, რომ ანტისხეულებზე ტესტი ვერ იქნება ისე მასშტაბურად ხელმისაწვდომი, როგორც ვირუსის ტესტი“. 

COVID-19-ის სამკურნალოდ: ნიუ-იორკში სისხლის პლაზმიდან ანტისხეულების მიღება დაიწყეს>>

პროფესორის თქმით, ამგვარი ტესტის შექმნა ორ კვირაში შეუძლებელია, ის შესაძლოა მხოლოდ მაისი–ივნისისთვის იყოს მზად. ამისათვის საჭირო რეაგენტები და კოდები აქვთ ქვეყნებს, სადაც ბიოსამედიცინო მრეწველობა არსებობს. ბარანოვას თქმით, ასეთ ქვეყნებს შორის არიან აშშ, რუსეთი და ევროპის არაერთი სახელმწიფო.

 

ყველა ახალი ამბავი
0