09:37 09 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4507
  • 100 RUB4.3040
  • USD3.0594
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1014)
29446 0 0

სწორედ ანალოგიური მიდგომა გამოიყენეს კორონავირუსის წინა ორი სახეობის — ატიპიური პნევმონიისა და ახლოაღმოსავლური რესპირატორული სინდრომის ეპიდემიების დროს, ამასთან არსებობს დაუდასტურებელი ცნობებიც იმის თაობაზე, რომ ეს თერაპია უკვე გამოიყენება ჩინეთში.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის (აშშ) ბიოლოგთა ჯგუფი კორონავირუსი COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად ახალ მეთოდს სთავაზობს მედიკოსებს. მათი კვლევა გამოქვეყნებულია ჟურნალში The Journal of Clinical Investigation.  

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი და აკადემიური დაწესებულება, რანგით ამერიკის ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტთა რიცხვში შედის. ის 1876 წელს დაარსდა. 

უნივერსიტეტის სპეციალისტების თქმით, კორონავირუსთან ბრძოლის ახალი მეთოდი — გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლიდან მიღებულ ანტისხეულებზე დამზადებული ვაქცინით იმუნოთერაპიაა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ანტისხეულებით პასიური თერაპია ფართოდ და წარმატებით გამოიყენებოდა მე-20 საუკუნეში იმგვარი ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ, როგორებიცაა წითელა, პოლიომიელიტი, ეპიდემიური პაროტიტი და გრიპი. მათი აზრით, ეს მეთოდი კორონავირუსის შემთხვევაშიც ეფექტურად იმუშავებს. მით უმეტეს, რომ მის შემოწმებას ბევრი კვლევა არ დასჭირდება.

„ამ მეთოდს საფუძვლად უდევს კორონავირუსისგან უკვე განკურნებული პაციენტების სისხლიდან მიღებული ვირუსული ანტისხეულების შემცველი შრატის დამზადება. ეს შრატი ვერ იქნება სრულფასოვანი ვაქცინა და ასი პროცენტით ვერ დაიცავს ინფიცირებისგან, მაგრამ ორგანიზმში მისი შეყვანა დროებით დაცვას უზრუნველყოფს და შეანელებს ვირუსის გავრცელებას. ეს კი სრულფასოვანი ვაქცინის შესაქმნელად დროს მოგვცემს“, — აცხადებენ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბიოლოგები.

მეცნიერების თქმით, იმისათვის, რომ მკურნალობის მეთოდმა იმუშაოს, COVID-19-სგან განკურნებულ პაციენტებს, როგორც კი მათი გამოჯანმრთელება დადასტურდება, მაშინვე უნდა აუღონ სისხლი, ვინაიდან სწორედ ამ ეტაპზე შეიცავს სისხლის შრატი ბუნებრივი ანტისხეულების მაქსიმალურ რაოდენობას. 

COVID-19: ევროპაში სიკვდილიანობა მოიმატებს – ჯანმოს პროგნოზი>>

აღნიშნული შრატი შეიძლება გამოყენებული იყოს რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანების შემთხვევაში. ესენი არიან ინფიცირებული პაციენტის ოჯახის არაინფიცირებული წევრები და ასევე ის მედიცინის მუშაკები, რომლებიც პათოგენის ზემოქმედების ზონაში იმყოფებიან. 

ამასთან მეცნიერები განმარტავენ, რომ სწორედ ანალოგიური მიდგომა გამოიყენეს კორონავირუსის წინა ორი სახეობის — ატიპიური პნევმონიისა (SARS1) და ახლოაღმოსავლური რესპირატორული სინდრომის (MERS) ეპიდემიების დროს. ამასთან არსებობს დაუდასტურებელი ცნობებიც იმის თაობაზე, რომ ეს თერაპია უკვე გამოიყენება ჩინეთში. 

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის მსოფლიოს 148 ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულია 169 387 ადამიანი, გარდაცვლილია 6 513 და განკურნებულია 77 257 კაცი.

 

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1014)

მთავარი თემები