20:54 09 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1929)
48 0 0

აღსანიშნავია, რომ ეს G20-ის ისტორიაში პირველი ვირტუალური სამიტია, რომელსაც, შესაბამისად, პრესა არ ესწრება.

თბილისი, 26 მარტი ― Sputnik. კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულ ჰუმანიტარულ კრიზისს გლობალური პასუხის გაცემა და „დიდი ოცეულის“ ქვეყნების ერთობა სჭირდება, განაცხადა საუდის არაბეთის მეფე სალმან ბენ აბდელ აზიზ ალ საუდიმ G20-ის პირველ ვირტუალურ სამიტზე. 

საუდის არაბეთის მეფის სიტყვით გამოსვლას 24 ქვეყნისა და ასევე საერთაშორისო და ჰუმანიტარული ორგანიზაციების ლიდერები ვიდეოკავშირის საშუალებით უსმენდნენ.

„ამ შეხვედრით წარმოვაჩენთ ჩვენს, როგორც მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკების ლიდერების პასუხისმგებლობას კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენგან მტკიცე გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს სხვადასხვა დონეზე. ეს ჰუმანიტარული კრიზისი გლობალურ პასუხს მოითხოვს და მსოფლიოს იმედი აქვს, რომ ხელიხელჩაკიდებულები აღვუდგებით მას წინ“, ― ციტირებს მეფის სიტყვებს სააგენტო SPA. 

სალმან ბენ აბდელ აზიზ ალ საუდის თქმით, ერ-რიადმა ჯანდაცვის სფეროში მუშაობა სხვა ქვეყნებთან და სპეციალიზებულ ორგანიზაციებთან ერთად დაიწყო, რათა ყველა აუცილებელი ზომა გატარდეს ახალი კორონავირუსის შესაკავებლად და ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 

ამასთან, მეფემ მადლობა გადაუხადა ჯანმოს მისი ძალისხმევისთვის პანდემიასთან ბრძოლაში. 

აღსანიშნავია, რომ ეს G20-ის ისტორიაში პირველი ვირტუალური სამიტია, რომელსაც, შესაბამისად, პრესა არ ესწრება.

თემები:
მსოფლიო დღეს (1929)

მთავარი თემები