00:58 07 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (896)
3249920

მეცნიერებმა ორი უახლესი კვლევის საფუძველზე დაადგინეს, რომ COVID-19-ით ინფიცირებულებს ზოგჯერ საერთოდ არ უვლინდებათ რესპირატორული სიმპტომები.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. ექიმები სულ უფრო ხშირად აცხადებენ, რომ COVID-19-ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომი, რესპირატორულ გამოვლინებებთან ერთად, საჭმლის მონელების დარღვევაა. ორი ასეთი კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალებში The American Journal of Gastroenterology და Clinical Gastroenterology and Hepatology. 

პირველი კვლევა ემყარება სამი საავადმყოფოს მონაცემებზე დაკვირვებას ჩინეთის ქალაქ უჰანში, რომელიც დაავადების ეპიცენტრი გახდა. მეცნიერებმა 18 იანვრიდან 28 თებერვლამდე ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 204 პაციენტის სიმპტომები გააანალიზეს და გაარკვიეს, რომ თითქმის მათი ნახევარი, პირველ რიგში, უჩიოდა საჭმლის მონელების დარღვევებს: დიარეას ან ანორექსიას (მადის არარსებობა). ნაკლებად გავრცელებული სიმპტომები იყო გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი. მათი აზრით, რესპირატორული სიმპტომები გამოუვლინდათ ყველაზე მძიმე პაციენტებს, რომლებმაც დაავადებულთა პირველი ტალღა შეადგინეს.

ამავე დროს, კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ გამოვლინდა შვიდი ისეთი შემთხვევა, როცა ახალი კორონავირუსით ინფიცირებულებს საჭმლის მონელების დარღვევები ჰქონდათ, მაგრამ რესპირატორული სიმპტომები არც კი გამოვლენიათ.

ექიმების თქმით, ასეთი პაციენტები ადრეული რისკის ჯგუფში უნდა შეიყვანონ.

მეორე სტატიაში ნიუ-იორკელმა მეცნიერებმა შეაჯამეს გასტროენტეროლოგებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც საჭმლის მონელების ქრონიკული დარღვევების მქონე პაციენტებს ეხება და რომელთაც შეიძლება ახალი კორონავირუსული ინფექცია გამოუვლინდეთ. 

„მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 მსოფლიოს საზოგადოების ჯანდაცვისათვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, მნიშვნელოვანია პერსპექტივაში რისკების კონტროლი და მიმდინარე კვლევებისა და რეკომენდაციების საქმის კურსში ყოფნა, რათა პაციენტებს ბევრად ზუსტი რეკომენდაციები მივაწოდოთ“, — ამბობს სტატიაში აშშ-ის გასტროენტეროლოგიური ასოციაციის კვლევის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი რაიან უნგარო.

სტატიაში მოყვანილია ასოციაციის მკაფიო მითითებები, რომ ასეთმა პაციენტებმა COVID-19-ის საფრთხის გამო არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვან უარი ტრადიციულ პრეპარატებზე, რადგან ნაწლავური ინფექციის გამოვლენის რისკი ბევრად აჭარბებს კორონავირუსით ინფიცირების ალბათობას. ეს პაციენტები ბევრად უფრო მკაცრად უნდა იცავდნენ კარანტინისა და თვითიზოლაციის რეჟიმს, ვიდრე დანარჩენები.

მკვლევარებმა ასევე წარმოადგინეს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ წინა კორონავირუსის SARS-ის დროს, რომელმაც ატიპური პნევმონია გამოიწვია, დიარეა, როგორც ერთ-ერთი მთავარი სიმპტომი, ინფიცირებულთა 25%-ში დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (896)

მთავარი თემები