19:24 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (556)
89 0 0

ყველა ინფიცირებული  ჰოსპიტალიზებულია, ხოლო მათთან კონტაქტში მყოფი პირები გამოკვლევაზე არიან გადაყვანილები.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 52 ახალი შემთხვევა დადასტურდა და სულ 199 დაავადებული შეადგინა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ COVID-19–ის მონიტორინგის შტაბზე დაყრდნობით. 

შტაბის ინფორმაციით, 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა მოსკოვში, დანარჩენი კი სვერდლოვსკის, ტულის, კრასნოიარსკის, ხაბაროვსკისა და სხვა მ და ხაბაროვსკის მხარეებში. ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული ქალაქ სანკტ–პეტერბურგშიც.

აღნიშინება, რომ ინფიცირებულები ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოგზაურობდნენ ქვეყნებში, სადაც COVID 19–ის გამო მწვავე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.

ყველა ინფიცირებული  ჰოსპიტალიზებულია, ხოლო მათთან კონტაქტში მყოფი პირები გამოკვლევაზე არიან გადაყვანილები.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეცპროექტის მონაცემებით, დღეისათვის მსოფლიოში COVID 19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 222 643 კაცს მიაღწია, რომელთაგან გარდაიცვალა 9 115 და განიკურნა 84 506 კაცი.  

 

თემები:
რუსეთი დღეს (556)

მთავარი თემები