მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ყოველ ათ წუთში ერთი: ირანში COVID 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება

© REUTERS / ALAA AL-MARJANIკორონავირუსი ირანში
კორონავირუსი ირანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეცპროექტის მონაცემებით, დღეისათვის იარნში COVID 19–ით 18 407 ადამიანია ინფიცირებული.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. ირანში კორონავირუსით ყოველ ათ წუთში ერთი ადამიანი კვდება, განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა კიანუშ ჯაჰანპურმა. 

კორონავირუსი ირანში - Sputnik საქართველო
შანსი ყველას აქვს: COVID-19-სგან 103 წლის ქალი განიკურნა

„ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, გირჩევთ გააზრებული გადაწყვეტილების მიღებას ნოვრუზის დღეებში მოგზაურობისა და შეხვედრების თაობაზე“, — განაცხადა ჯაჰანპურმა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე გავრცელდა ინფორმაცია ირანში კორონავირუსით ინფიცირებული 103 წლის ქალბატონის გამოჯანმრთელების შესახებ. ეს ქვეყნის ტერიტორიაზე დაავადებისგან განკურნებული ყველაზე ხნიერი ადამიანია.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეცპროექტის მონაცემებით, დღეისათვის იარნში COVID 19–ით 18 407 ადამიანია ინფიცირებული. აქედან გარდაიცვალა 1 284 და გამოჯანმრთელდა 5 407 პაციენტი.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 222 643 კაცს მიაღწია, რომელთაგან გარდაიცვალა 9 115 და განიკურნა 84 506 კაცი.  

 

 

ყველა ახალი ამბავი
0