14:38 26 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4801
  • 100 RUB4.4615
  • USD3.1916
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1649)
92 0 0

სააგენტო Fars-ის განცხადებით, სემნანელი ქალბატონი ყველაზე ხნიერია ირანში გამოჯანმრთელებულ პაციენტებს შორის.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავურუსით ინფიცირებული ღრმად მოხუცი ქალი COVID-19-სგან განიკურნა, იუწყება სააგენტო IRNA მედიკოსებზე დაყრდნობით. 

„სემნანის პროვინციაში კორონავირუსით ინფიცირებული 103 წლის ქალი გამოჯანმრთელდა“, – განაცხადა სამედიცინო მეცნიერებათა და ჯანდაცვის უნივერსიტეტის ხელძღვანელმა.

მისი თქმით, ასაკოვანმა პაციენტმა საავადმყოფოში დაახლოებით ერთი კვირა დაჰყო.

სააგენტო Fars-ის ინფორმაციით, სემნანელი ქალბატონი ყველაზე ხნიერია ირანში გამოჯანმრთელებულ პაციენტებს შორის.

ირანმა ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა არსებობის შესახებ 19 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია. მას შემდეგ ქვეყანაში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროექტის მონაცემებით, გამოვლენილია COVID-19-ის 16 169 დადასტურებული შემთხვევა. აქედან გარდაცვლილია 988 და გამოჯანმრთელებულია 5 389 ადამიანი.

თემები:
მსოფლიო დღეს (1649)

მთავარი თემები