მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

100 წლის მოხუცი კორონავირუსისგან განიკურნა: ვრცელდება ინფორმაცია მკურნალობის მეთოდზე

© AP Photo / Xiao Yijiuკორონავირუსი ჩინეთში
კორონავირუსი ჩინეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
იუწყებიან, რომ მოხუცი, რომელსაც 100 წელი თებერვალში შეუსრულდა, გარდა კორონავირუსისა, დაავადებული იყო ალცჰაიმერით, აწუხებდა ჰიპერტონია და გულის უკმარისობა.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ასი წლის ჩინელი მამაკაცი კორონავირუსული ინფექცია COVID-19-სგან განიკურნა, იუწყება China Daily. 

​გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი 24 თებერვალს გადაიყვანეს უჰანის ერთ–ერთ საავადმყოფოში. მისი მკურნალობა მოიცავდა როგორც ანტივირუსულ პრეპარატებს, ისე ტრადიციულ ჩინურ მედიცინასა და პლაზმის გადასხმას. 13 დღის შემდეგ პაციენტი გამოჯანმრთელდა და შინ გაეწერა.

Covid 19: ინტერნეტში ამოკითხულ ინფორმაციას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

იუწყებიან, რომ მოხუცი, რომელსაც 100 წელი საავადმყოფოში ყოფნისას შეუსრულდა, გარდა კორონავირუსისა, დაავადებული იყო ალცჰაიმერით, აწუხებდა ჰიპერტონია და გულის უკმარისობა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის ინფორმაციით, სულ მსოფლიოში ამ დროისათვის დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 110 588 შემთხვევა. აქედან ჩინეთზე მოდის 80 735 შემთხვევა, სამხრეთ კორეაზე – 7 478, იტალიაზე – 7 375, ირანზე – 6 566, საფრანგეთსა და გერმანიაზე – შესაბამისად, 1 209 და 1 151. მსოფლიოს მასშტაბით გარდაცვლილთა რაოდენობა 3 841 ადამიანს შეადგენს, გამოჯანმრთელებულებისა — 62 109-ს.

 

ყველა ახალი ამბავი
0