მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

როდის დადგება COVID-19-ის პიკი: Forbes დახურული თათბირის ფარულ ჩანაწერს ავრცელებს

© REUTERS / AMMAR AWADკორონავირუსი
კორონავირუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, Goldman Sachs-ის დახურული თათბირის ფარული ჩანაწერი ერთ-ერთმა მონაწილემ გააკეთა და შემდეგ გამოაქვეყნა კიდეც.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსის COVID-19-ის პიკი რვა კვირაში დადგება, ამის შემდეგ დაავადება უკან დაიხევს, სიკვდილიანობა 2%-ს შეადგენს, წერს ჟურნალი Forbes. 

გამოცემა ირწმუნება, რომ მას ხელში ჩაუვარდა საივესტიციო ბანკ Goldman Sachs-ის კლიენტების დახურული თათბირის ჩანაწერები, რომლებზეც მსოფლიო ეკონომიკაზე COVID-19-ის გავლენის საკითხი განიხილებოდა. 

​გავრცელებული ინფორმაციით, თათბირი გასულ კვირაში გაიმართა და მას, კომერციული ბანკების წარმომადგენლების გარდა, Goldman Sachs-ის მთავარი ეკონომისტი და მედიკოსი — იან ჰაციუსი და მაიკლ რენდელიც ესწრებოდნენ. Forbes-ი წერს, რომ ფარული ჩანაწერი თათბირის ერთ-ერთმა მონაწილემ გააკეთა და გაავრცელა.

კერძოდ, ქსელში მოხვდა აშშ-სა და გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის პროგნოზი: 50% და 70%, შესაბამისად. აქედან დაავადება მსუბუქი ფორმით ჩაივლის 80% შემთხვევებში, საშუალოდ — 15%-ში, ხოლო კრიტიკულ მდგომარეობაში 5% აღმოჩნდება. ამასთან, სიკვდილიანობა საშუალოდ 2%-ს შეადგენს.

კორონავირუსის ფონზე - Sputnik საქართველო
შუაღამიდან დილამდე: რა მოხდა მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიის გამო – 17-18 მარტი

დახურული თათბირის ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ვირუსის პიკი დაახლოებით რვა კვირაში დადგება, რის შემდეგაც COVID-19 უკან დაიხევს. 

ამასთან, თათბირზე გაკეთდა პროგნოზიც, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მსოფლიო ტემპები ყველაზე დაბალი იქნება ბოლო 30 წლის განმავლობაში და დაახლოებით 2%-ს შეადგენს. S&P 500-ის საფონდო ინდექსი 2020 წლისთვის ნეგატიურ ზრდას აჩვენებს მინუს 15-დან მინუს 20%-მდე. თუმცა წლის მეორე ნახევრიდან ბაზრები, წესით, სრულად უნდა აღდგეს.

შეკრებების აკრძალვა უაზრობაა, მნიშვნელოვანია სხვა რამ: იაპონელი ეპიდემიოლოგი განმარტავს>>

როგორც Forbes-ი წერს, ბანკის წარმომადგენლებმა განუმარტეს, რომ აღნიშნული განცხადებები „მხოლოდ მოკლე რეზიუმეა“, რომელიც მცდარ ინფორმაციას შეიცავს, და რომ თათბირის დროს პანდემიის შესახებ სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემები წარმოითქმებოდა, რომლებიც ყოველთვის არ გამოხატავდა Goldman Sachs-ის თვალსაზრისს.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსი COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით 198 004 კაცს მიაღწია, აქედან გარდაცვლილია 7 948 და განკურნებულია 81 950 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0