მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

შეკრებების აკრძალვა უაზრობაა, მნიშვნელოვანია სხვა რამ: იაპონელი ეპიდემიოლოგი განმარტავს

© REUTERS / CARLOS JASSOკორონავირუსი
კორონავირუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილმა იაპონელმა ინფექციონისტმა და ეპიდემიოლოგმა განმარტა, რატომ არ აქვს მნიშვნელობა პანდემიის დროს ერთად შეკრებილი ადამიანების რაოდენობას და რა არის ამ დროს უფრო მნიშვნელოვანი.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით ხალხმრავალი ღონისძიებების აკრძალვაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი ადამიანებს შორის მანძილის დაცვაა, განაცხადა სააგენტო РИА Новости-სთან ინტერვიუში ცნობილმა იაპონელმა ინფექციონისტმა და ეპიდემიოლოგმა აკიჰირო სატომ.

შუაღამიდან დილამდე: რა მოხდა მსოფლიოში COVID 19-ის პანდემიის გამო - 17-18 მარტი>>

სააგენტოს ცნობით, სწორედ მან მოამზადა 2018 წელს სპეციალური სახელმძღვანელო, რომელშიც აღწერილია ინფექციების გავრცელების აღსაკვეთად აუცილებელი ყველა ზომა.

„მნიშვნელობა აქვს არა იმდენად რაოდენობას, რამდენადაც შეკრებილებს შორის მანძილს და ასევე იმას, თუ სად იმართება ღონისძიება. ქუჩაში რისკი შედარებით დაბალია“, — განაცხადა სატომ.

მისი თქმით, ღია სივრცეში რამდენიმე ათეული ათასი ადამიანის შეკრებაც კი, თუ მათ შორის დაცული იქნება დისტანცია 1,5-დან 2 მეტრამდე და ამასთან ისინი ერთმანეთში არ ისაუბრებენ, ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე რამდენიმე ადამიანის შეკრება დახურულ ოთახში, სადაც მათ შორის მანძილი 30 სმ – 1 მ იქნება და თანაც ერთმანეთთან ილაპარაკებენ. 

ჩინელი ექიმები - Sputnik საქართველო
COVID-19: წამყვანი ჩინელი ექიმები ევროპელი კოლეგების შეცდომას ასახელებენ

„აი, ესაა დაუშვებელი!“ — განაცხადა იაპონელმა ინფექციონისტმა. 

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსი COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით 198 004 კაცს მიაღწია, აქედან გარდაცვლილია 7 948 და განკურნებულია 81 950 ადამიანი. 

ინფიცირებულღა რაოდენობით პირველ პოზიციაზე კვლავ ჩინეთია (81 074 კაცი), სადაც ამ დროისთვის ეპიდემიის პიკი უკვე გადავლილია და დღე–ღამის განმავლობაში ახალი დასნებოვნების მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაღა ფიქსირდება.

სხვა ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებშიც ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ასეთია: იტალია – 31 506, ირანი — 16 169, ესპანეთი — 11 826, გერმანია — 9 360, სამხრეთ კორეა — 8 413, საფრანგეთი — 7 695, აშშ — 6 362, შვეიცარია — 2 700, დიდი ბრიტანეთი — 1 960, ნიდერლანდები — 1 710, ნორვეგია — 1 471, ავსტრია — 1 332, ბელგია — 1 243, შვედეთი — 1 196, დანია — 1 024 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0