მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

შუაღამიდან დილამდე: რა მოხდა მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიის გამო – 17-18 მარტი

გამოწერა
იმ ქვეყნების რაოდენობამ, სადაც COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ბოლო მონაცემებით, 16-ს მიაღწია. საინტერესოა, რომ თითქმის ყველა ეს ქვეყანა მოწინავე ეკონომიკითა და ცხოვრების მაღალი დონით გამოირჩევა.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსი COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით 198 004 კაცს მიაღწია, აქედან გარდაცვლილია 7 948 და განკურნებულია 81 950 ადამიანი.  

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

ინფიცირებულღა რაოდენობით პირველ პოზიციაზე კვლავ ჩინეთია (81 074 კაცი), სადაც ამ დროისთვის ეპიდემიის პიკი უკვე გადავლილია და დღე-ღამის განმავლობაში ახალი დასნებოვნების მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაღა ფიქსირდება. სხვა ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებშიც ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ასეთია: იტალია – 31 506, ირანი — 16 169, ესპანეთი — 11 826, გერმანია — 9 360, სამხრეთ კორეა — 8 413, საფრანგეთი — 7 695, აშშ — 6 362, შვეიცარია — 2 700, დიდი ბრიტანეთი — 1 960, ნიდერლანდები — 1 710, ნორვეგია — 1 471, ავსტრია — 1 332, ბელგია — 1 243, შვედეთი — 1 196, დანია — 1 024 ადამიანი. 

COVID-19-თან დაკავშირებული და მისით გამოწვეული მოვლენები, რომლებიც 17–18 მარტის შუაღამიდან ამ დრომდე მოხდა, ასე გამოიყურება: 

  • იტალია COVID-19-ის სამკურნალოდ პრეპარატ „ტოცოლიზუმაბის“ ტესტირებას იწყებს, რომელმაც გარკვეული ეფექტი გამოავლინა ნეაპოლისა და მოდენის საავადმყოფოებში. აღინიშნება, რომ პრეპარატი იმუნოდეპრესანტების ჯგუფს განეკუთვნება და ზოგადად რევმატოიდული ართრიტის დროს ინიშნება;
  • საკარანტინო რეჟიმის დამრღვევებს საბერძნეთში 18 თვით პატიმრობა და ფულადი ჯარიმა შეუფარდეს;
  • აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები მცურავ ჰოსპიტლებს ამზადებს კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების განსათავსებლად, თავდაცვის მინისტრის მარკ ესპერის თქმით, საუბარია ხომალდებზე Comfort და Mercy;
  • ავსტრიელმა პილოტმა, კორონავირუსთან ბრძოლაში წვლილის შეტანის მიზნით, ისე ააგო საკუთარი 24-წუთიანი მარშრუტი, რომ რუკაზე დაწერილიყო სიტყვები: stay at home („დარჩი სახლში“) 
  • ​სერბეთის ხელისუფლება ოთხშაბათიდან „მკაცრ და არაპოპულარულ“ ზომებს აწესებს COVID-19-თან ბრძოლისთვის. კომენდანტის საათის დაწესების გარდა, არმია მკაცრად გააკონტროლებს როგორც ქვეყნის საზღვრებს, ისე სამედიცინო დაწესებულებებსა და მიგრანტთა ცენტრებს;
  • მადრიდის საფეხბურთო კლუბ „რეალის“ ექს-პრეზიდენტ ლორენსო სანსს COVID-19 დაუდგინდა და რეანინაციაშია გადაყვანილი;  
  • თურქეთში კორონავირუსის პირველი მსხვერპლი დაფიქსირდა — 89 წლის მამაკაცი, რომელსაც ჩინეთში მყოფ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი;
  • იტალიაში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინის შედეგად ვენეციის არხებში წყალი დაიწმინდა და გამჭვირვალეც კი გახდა, იუწყება გამოცემა The Art Newspaper; 
  • ​კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა;
  • საუდის არაბეთი 15 დღით აჩერებს კერძო კომპანიების მუშაობას, რათა თავიდან აიცილოს კორონავირუსის ფართო მასშტაბებით გავრცელება;
  • კვიპროსის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, 21 მარტიდან შეაჩეროს ავიარეისები (გარდა სატვირთო გადაზიდვებისა) 28 ქვეყნიდან;
  • გერმანული ბუნდესტაგის წარმომადგენელმა, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნა მოითხოვა;
  • ბრაზილიის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს განეორებითი ტესტი COVID-19-ზე უარყოფითი გამოდგა — პრეზიდენტი არ არის ინფიცირებული;
  • COVID-19-ის პანდემიის ეპიცენტრში, ჰუბეის პროვინციაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა;
  • ლას-ვეგასში იხურება ყველა გასართობი დაწესებულება — კაზინოების ჩათვლით;
  • დომინიკელთა რესპუბლიკაში საგანგებო რეჟიმი ცხადდება, იკეტება ქვეყნის ყველა საზღვარი;
  • საფეხბურთო კლუბ „ლივერპულის“ თავდამსხმელმა სადიო მანემ 41 ათასი გირვანქა სტერლინგი გადარიცხა სენეგალში კორონავირუსთან საბრძოლველად...
ყველა ახალი ამბავი
0